თარგმანი: ვინაჲთგან ვრცელად წარმოთქუმითა ქადაგა ქველისმოქმედებაჲ ნიჭთა საღმრთოთაჲ, ამისთჳს აწ განაცხადებს მხილებასა ბრალისა მათისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან ესევითართა ნიჭთა ზეცისათა ღირს-ქმნულ ხართ, რაჲსაღა გეშინის მათგან, რომელნი განგიკითხვენ თქუენ, უძლურთა ამათთჳს წესთა ქვეყნიერთა, რომელ არს არა-დაცვაჲ ჰურიაებრისა მის კრძალვისაჲ საჭმელთათჳს და სასუმელთა, რაჲთა რომელიმე შეგერაცხოს წმიდად, და რომელიმე — არაწმიდად. ხოლო კერძო დღესასწაულ ამისთჳს უწოდს დღესასწაულთა მათ ჰურიათასა, რამეთუ ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი რომელსამე წესსა მათთა მათ ძუელისა შჯულისა დღესასწაულთასა იმარხვიდიან, ვითარცა ჰურიანი, ხოლო რომელსამე დაჰჴსნიდიან, ვითარცა ქრისტიანენი, რამეთუ არა დიდსა რასმე ჰყოფდიან, ვითარ-იგი იყო დღესასწაული კარვობისაჲ, უცომოებისა გინა მეერგასისაჲ, არამედ — მცირეთა რათმე, ვითარ-იგი იყო შაბათი და თჳსთავი; და მათცა არა სრულებით, არამედ ზოგს-რე დაიცვიდიან, ვითარცა ჰურიანი, და ზოგს-რე დაჰჴსნიდიან, ვითარცა ქრისტიანენო; ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ნუმცა ვინ განგიკითხავს", ესე იგი არს, ვითარმედ: "არათუ თჳთ იქმან მას, რომლისათჳს თქუენ...
კოლასელთა მიმართ 2:16
15. განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა.16. ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა,17. რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ, ხოლო ჴორცთა - ქრისტესთა.
კოლასელთა მიმართ თავი 2