მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:17

16. ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა,17. რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ, ხოლო ჴორცთა - ქრისტესთა.18. ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა
კოლასელთა მიმართ თავი 2
17. რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ, ხოლო ჴორცთა - ქრისტესთა.
კოლასელთა მიმართ თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი (2,15).

თარგმანი: ესე იგი არს, მოუღო ძალი ყოველი ეშმაკთა და ჴელმწიფებაჲ.

პავლესი: ხოლო ჴორცთა მაგათ ქრისტესთა ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ (2,17-18); თარგმანი: ჴორცად ქრისტესა სახარებისა მისებრ მისისა მოქალაქობასა იტყჳს, ნუმცა უკუე მიგიღებსო მას მოქალაქობასა თქუენგან.

პავლესი: უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა წესთაგან სოფლისათა (2,20).

თარგმანი: უკუეთუ ნათლის-ღებისა მიერ მის თანა დაეფლენით და მკუდარ იქმნენით სოფლისაგან, ვითარღა ისმენთ მაგათსა, რომელნი ბოროტსა გასწავლიან, და ჰგონებთ თუ: რომელნიმე ჭამადნი ბოროტ და ურჩულო არიან, რომელნი მოციქულთა მოგუცნეს ჭამად, და რომელნიმე — რჩულიერ.

ესე ებისტოლჱ დაიწერა ჰრომით და წარსცა ტჳქიკოსის მიერ და ონესიმეს.

თავი ჱ̂. ვითარმედ ჴორციელისა მის შჯულისა წესნი ჴორციელთათჳს არიან მარჯუე, არა სულიერთა, რომელნი ძალითა ღმრთისაჲთა ცხონდებოდიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა, რომელ-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ (2,16-17).:

თარგმანი: ვინაჲთგან ვრცელად წარმოთქუმითა ქადაგა ქველისმოქმედებაჲ ნიჭთა საღმრთოთაჲ, ამისთჳს აწ განაცხადებს მხილებასა ბრალისა მათისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან ესევითართა ნიჭთა ზეცისათა ღირს-ქმნულ ხართ, რაჲსაღა გეშინის მათგან, რომელნი განგიკითხვენ თქუენ, უძლურთა ამათთჳს წესთა ქვეყნიერთა, რომელ არს არა-დაცვაჲ ჰურიაებრისა მის კრძალვისაჲ საჭმელთათჳს და სასუმელთა, რაჲთა რომელიმე შეგერაცხოს წმიდად, და რომელიმე — არაწმიდად. ხოლო კერძო დღესასწაულ ამისთჳს უწოდს დღესასწაულთა მათ ჰურიათასა, რამეთუ ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი რომელსამე წესსა მათთა მათ ძუელისა შჯულისა დღესასწაულთასა იმარხვიდიან, ვითარცა ჰურიანი, ხოლო რომელსამე დაჰჴსნიდიან, ვითარცა ქრისტიანენი, რამეთუ არა დიდსა რასმე ჰყოფდიან, ვითარ-იგი იყო დღესასწაული კარვობისაჲ, უცომოებისა გინა მეერგასისაჲ, არამედ — მცირეთა რათმე, ვითარ-იგი იყო შაბათი და თჳსთავი; და მათცა არა სრულებით, არამედ ზოგს-რე დაიცვიდიან, ვითარცა ჰურიანი, და ზოგს-რე დაჰჴსნიდიან, ვითარცა ქრისტიანენო; ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ნუმცა ვინ განგიკითხავს", ესე იგი არს, ვითარმედ: "არათუ თჳთ იქმან მას, რომლისათჳს თქუენ...

სრულად ნახვა
კოლასელთა მიმართ თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი (2,15).

თარგმანი: ესე იგი არს, მოუღო ძალი ყოველი ეშმაკთა და ჴელმწიფებაჲ.

პავლესი: ხოლო ჴორცთა მაგათ ქრისტესთა ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ (2,17-18); თარგმანი: ჴორცად ქრისტესა სახარებისა მისებრ მისისა მოქალაქობასა იტყჳს, ნუმცა უკუე მიგიღებსო მას მოქალაქობასა თქუენგან.

პავლესი: უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა წესთაგან სოფლისათა (2,20).

თარგმანი: უკუეთუ ნათლის-ღებისა მიერ მის თანა დაეფლენით და მკუდარ იქმნენით სოფლისაგან, ვითარღა ისმენთ მაგათსა, რომელნი ბოროტსა გასწავლიან, და ჰგონებთ თუ: რომელნიმე ჭამადნი ბოროტ და ურჩულო არიან, რომელნი მოციქულთა მოგუცნეს ჭამად, და რომელნიმე — რჩულიერ.

ესე ებისტოლჱ დაიწერა ჰრომით და წარსცა ტჳქიკოსის მიერ და ონესიმეს. დააგნა ქრისტემან პირველ თავისა თჳსისა მიერ, და მეორედ — სისხლითა თჳსითა, მესამედ — ჯუარითა, მეოთხედ — სიკუდილითა, მეხუთედ — აღდგომითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის