მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:10

9. ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ10. და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა,11. სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე.
კოლასელთა მიმართ თავი 3
10. და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა,
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განიძუარცეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებად, მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (3,9-10).:

თარგმანი: ძუელ კაც ჩუეულ არიან წერილნი წოდებად დაძუელებულსა მას და დაყროლებულსა და მოუძლურებულსა ცოდვათა შინა, რომელი არა აღმოშობილ იყოს განახლებითა მით ქრისტეს მიერისა ნათლისღებისაჲთა, არამედ განუძღომელ იყოს მოქმედებისაგან ცოდვათაჲსა, მოუქცეველ ყოფითა მათ შინა. ხოლო რომელი სათნოებით მოქალაქობდეს, ესევითარი იგი დღითი-დღე განჭაბუკნების, რაჟამს განაახლებდეს ხატებასა კეთილად დაცვითა მისითა, რაჲთა შეუმწინკულებელ იყოს მისგან მის შორის დანერგული იგი მადლი ნათლისღებისაჲ, რომელ არს მსგავსებაჲ დამბადებელისა თჳსისაჲ.

ფსალმუნი 149-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ახალი საგალობელი წმიდათა კრებულში:

...ლი დაბადებული“** (). ადამიანი: როგორც ამბობს, „განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი“ () და „შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა“ (). ამრიგად, ახალი ცხოვრების გამო და ყოველივე დანარჩენის გამოც, აღთქმას „ახალი“ ეწოდება, და წინასწარმეტყველი ახლა მოგვიწოდებს, ამ აღთქმის ახალი საგალობელი ვიგალობოთ. ისტორიული აზრით კი ეს არის ბრწყინვალე და სახელოვანი საგალობელი, რომელსაც გამარჯვებათა, წარმატებათა და ძლევის ნიშნათა გამო იგალობებდნენ. „ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა“ ().

ხედავ, როგორ ითხოვს იგი სიტყვებზე უწინ ცხოვრებითა და საქმეებით მადლობის აღვლენას და როგორ შეჰყავს ასეთი ადამიანები მგალობელთა გუნდში? რადგან მხოლოდ სიტყვებით მადლობის აღვლენა არ კმარა, თუ მას საქმით აღსრულებული სათნოებაც არ დაერთო....

სრულად ნახვა