მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:17

16. და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა;17. და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.18. ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა.
კოლასელთა მიმართ თავი 3
17. და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ.: და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, სიტყჳთ გინათუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა; ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ (3,17).:

თარგმანი: ყოველთავე ამათ ზემოწარმოთქუმულთა ბეჭედ ყო სახელი სამგუამოვნისა წმიდისა სამებისაჲ, ვითარმედ: მის მიერ არს ყოველი მოცემაჲ ნიჭთაჲ, რამეთუ "მადლითურთ" თქუა სულისა წმიდისათჳს, და "სახელი უფლისა იესუჲსი აჴსენა, რაჲთა მას მოუწოდდეთ შემწედ ყოვლისავე საქმისა ჩუენისა, და მის მიერ ვჰმადლობდეთ ღმერთსა და მამასა, რომელმან თანაარსისა თჳსისა მოვლინებაჲ ყო საჴსარ გამოსაჴსნელ ტყუეობისა ჩუენისა, ვითარცა ბუნებით სახიერმან და კაცთმოყუარემან.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნე ქებაჲ მონაზონთაჲ, რომელნი მარადის გლოასა შინა არიან და ჴსენებასა საუკუნოჲსა სასჯელისასა:

.... კაცად-კაცადი უკუე, აღდგეს რაჲ ტაბლისაგან, ამათ სიტყუათა იტყოდენ გულისჴმის-ყოფით: „კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო“. რამეთუ ესე მოციქულისა მიერ განწესებულ არს, რომელი იტყჳს: „ყოველსავე, რასაცა ვიქმოდით სიტყჳთ გინა საქმით, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ვიქმოდით და ვჰმადლობდეთ ღმერთსა და მამასა მის მიერ“.

ხოლო მადლობაჲ იგი არა მის ოდენ დღისათჳს აღესრულების, რომელსა შინა ვიყვნეთ, არამედ ყოვლისავე ცხორებისა ჩუენისათჳს, რამეთუ ესრეთ იტყჳს გალობაჲ იგი: „რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან“.

და ესეცა სწავლაჲ არს ფრიადისა გულისჴმის-ყოფისაჲ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ჯერ-არს ზრუნვაჲ, ვინაჲთგან ღმერთი არს მზრდელი და მოღუაწე ჩუენდა. უკუეთუმცა მეფემან უქადა ვის მარადღე სამეუფოთა საგანძურთაგან მიცემად საზრდელისა, არამცა უზრუნველ იყოა იგი მინდობითა სიტყუასა მას მეფისასა? რავდენ უფროჲსად ჩუენ გჳღირს უზრუნველობაჲ, რომელთა-ესე ღმერთი მოგუცემს დღითი-დღედსა საზრდელსა. რამეთუ ამისთჳს მოღუაწენი იგი ესრეთ გალობენ, რაჲთა თავთაცა თჳსთა და მოწაფეთაცა მოძღურებისა მათისათა ასწაონ დატევებად ყოვლისავე სოფლიოჲსა ზრუნვისა. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა თავთა თჳსთათჳს ხოლო შესწირვენ მადლობასა მას, არამედ ყოვლისა სოფლისათჳს, ამისთჳს იტყჳან: „რომელმა...

სრულად ნახვა