თარგმანი: მონება რაჲ ჰრქუა, ნუგეშინის-ცემაჲ დაჰრთო ჴორციელთა უფალთა სახელის-დებითა; ესე იგი არს, ვითარმედ: უფალნი ეგე თქუენნი ჴორცთა ხოლო თქუენთა არიან უფალ; ვინაჲცა თქუენ შეუცვალებელად გაქუს ქრისტეს მიერი აზნაურებაჲ სულთა თქუენთაჲ, მხოლოდ ოდენ საქმესა მას ჴორციელისა მონებისასა ნუ კაცთა საჩუენებელად მაშინ ოდენ იქმთ, რაჟამს უფალნი თქუენნი ზედა-გხედვიდენ, არამედ ყოვლისავე მხედველთა თუალთა ღმრთისათა განეკრძალენით, რაჲთა არა მიგჴადოს პატიჟი ორგულებისაჲ. ესრეთ იოტებს მათგან არა ხოლო ორგულებასა, არამედ უქმებასაცა, რაჟამს უფლისა ყოველთაჲსა მსახურებად უწოდა საქმესა მათსა.
კოლასელთა მიმართ 3:23
22. მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა.23. და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა.24. უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ.
კოლასელთა მიმართ თავი 3