1.უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე.2.ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა.3.რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა.4.რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა.5.მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ,6.რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა,7.რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხონდებოდეთ მათ შინა.8.ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა.9.ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ10.და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა,11.სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე.12.შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ,13.თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ.14.და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ,15.და მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ჴორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით.16.და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა;17.და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.18.ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა.19.ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათა მიმართ.20.შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ.21.მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ.22.მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა.23.და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა.24.უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ.25.ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალთ-ხუმა.
მოციქულისაჲ: ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა, რომელ-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ (2,16-17).
მოციქულისაჲ: რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა (3,4).
თარგმანი: მერმესა მას დიდებით მოსლვასა მისსა იქმნების ყოველთა შორის გამოცხადებაჲ მისი, რაჟამს-იგი მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, რამეთუ აწ დაფარულ არიან საქმენი კაცად-კაცადისანი, ხოლო მაშინ გამოცხადნენ. ვინაჲცა, რომელთა სირცხჳლისა საქმენი ექმნნენ, მათ ჰრცხუენოდის, ხოლო რომელთა ისმინონ მოციქულისაჲ და აქავე ზეცისასა ეძიებდენ, შეურაცხ-ყოფითა ყოვლისა ჴორცთა შუებისაჲთა და...
მოციქულისაჲ: ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა. ქმართა გიყუარდინ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათდა მიმართ (3,18-19).
თარგმანი: არა კაცთმოთნებით, არცა ორგულებით, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა ამცნებს მეუღლეთა მოქალაქობად ურთიერთას, რამეთუ მას ესრეთ სათნო უჩნს, რაჲთა ცოლსა ეშინოდის ქმრისაგან, ხოლო ქმარსა —რაჲთა უყუარდეს ცოლი და არა განმწარდებოდის მისა მიმართ. და დაღათუ მცირედ ოდესმე შეჰრისხნეს, არამედ იგიცა ნუ სიძულილით და მყოვარჟამ განმწარებით, გარნა წუთჟამ,...
ყოველსავე, რასაც იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ,ვითარცა უფლისა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლასელ. 3, 23)
წმიდა მოციქული პავლე, ეპისტოლესა შინა თვისსა კოლასელთა მიმართ, სხვათა შორის მშვენიერთა სწავლათა და დარიგებათა, ამასაც მისწერს და ასწავლის: ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა, ესე იგი ყოველი თქვენი საქმე, დიდი და მცირე რასაც კი დაიწყებთო, გულმოდგინედ და ერთგულად გააკეთეთო, როგორათაც ღვთის საქმეს აკეთებთო, და არა კაცის საქმესო.