მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:1

1. უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.2. ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით;
კოლასელთა მიმართ თავი 4
1. უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალი გივის ცათა შინა (4,1).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი მონათა ვარქუ, თქუენცა მასვე გეტყჳ: უკუეთუ არა შესწორებულად საქმისა მიაგებდეთ სასყიდელსა და ჰმძლავრობდეთ მონებისათჳს, არა უხუებით მიცემითა საზრდელისა და სამოსლისაჲთა, გინათუ კუალად თქუენ თუალ-ახუმიდეთ ძლიერსა, და უუძლურესსა მონასა დააკლებდეთ საჴმარსა თჳსსა, გინათუ ქრისტიანენი უფალნი წარმართობისათჳს უწყალო ექმნებოდით მონათა, და არა ყოველთა მიმართ უხუ იყოს საზრდელი და სამოსელი თქუენი, ამის ყოვლისათჳს თუალუხუავად პატიჟი მიგეჴადოს უფლისაგან თქუენისა, რომელ არს ცათა შინა, სიმაღლესა ყოველთა ზედამხედველობისა და განმგებელობისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის