მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:11

10. გიკითხავს თქუენ არისტარხოს, თანა-ტყუე ჩუენი, და მარკოზ, მამის ძმის წული ბარნაბაჲსი, - რომლისათჳს მიიღეთ მცნებაჲ; უკუეთუ მოვიდეს თქუენდა, შეიწყნარეთ იგი, -11. და ისუ, რომელსა-იგი ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინის-მცემელ.12. გიკითხავს თქუენ ეპაფრა თქუენგანი, მონაჲ ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთჳს ლოცვათა შინა მისთა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაჲთა.
კოლასელთა მიმართ თავი 4
11. და ისუ, რომელსა-იგი ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინის-მცემელ.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მარკოზ, მამის ძმისწული ბარნაბაჲსი, რომლისათჳს მიიღეთ მცნებაჲ (უკუეთუ მოვიდეს თქუენდა, შეიწყნარეთ იგი), და ისუ, რომელსა ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინისმცემელ (4,10-11).:

თარგმანი: ზემო კმა იყო არისტარხოჲს პატივად თანატყუეობაჲ, რამეთუ პავლეს თანა კრული წარყვანებულ იყო ჰრომით. ხოლო აწ მარკოზისთჳს ქებად კმა-იყოფს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ძმისწულობასა ბარნაბაჲსსა, ვითარცა დიდსა რასმე პატივსა მთავრობისასა, რამეთუ დიდ იყო სახელი ბარნაბაჲსი გუნდსა შორის მოწაფეთასა, რამეთუ მოციქულსა მიეცა კოლასელთადა მცნებად, რაჲთა არა შეიწყნარონ მარკოზ, მგზავრ დატევებისა მისთჳს მისისა და ბარნაბაჲსისა, რაჟამს სულმოკლემან ჭირთათჳს და დევნულებათა დაუტევა მსახურებაჲ მათი, რომლისათჳს არა ხოლო კოლასელთა, არამედ ყოველთა ეკლესიათადა ემცნო არა-შეწყნარებაჲ მისი. ხოლო ვინაჲთგან უკუანაჲსკნელ შეინანა და ჯეროვნად ჰმსახურა საღმრთოსა ქადაგებასა, ამისთჳს აწ ამცნებს პატივით პყრობად მისსა, ოდესცა მივიდეს მათდა, რამეთუ ჯერეთ ეგულებოდა ოდენ, არამედ არა წარსრულ იყო. ხოლო ესე დიდი ყუედრებაჲ იყო ჰურიათაჲ, რამეთუ მათისა მის ესოდენისა სიმრავლისაგან ორნი ხოლო ესე — მარკოზ და იოსტოს იყვნეს თანამოქმედ მოციქულისა, ქადაგებასა შინა სასუფეველისასა, და ნუგეშინისმცემელ ჭირთა მათ, მისდა შემთხუეულთა ქრისტესთჳს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის