მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:13

12. გიკითხავს თქუენ ეპაფრა თქუენგანი, მონაჲ ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთჳს ლოცვათა შინა მისთა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაჲთა.13. რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთჳს და ლავდიკელთა მათთჳს და იერაპოლელთა.14. გიკითხავს თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი, და დიმა.
კოლასელთა მიმართ თავი 4
13. რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთჳს და ლავდიკელთა მათთჳს და იერაპოლელთა.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გიკითხავს თქუენ ეპაფრა თქუენგანი, მონაჲ ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთჳს ლოცვათა შინა მისთა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ, სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთჳს და ლავდიკელთა მათთჳს და იერაპოლელთა (4,12-13).:

თარგმანი: ამას ეპაფრას მოიჴსენებს პირველ დაწყებასავე თანა ებისტოლისასა, რომელი კოლასელთაგანი იყო და მათ მიერ წარვლინებულ მოციქულისა და მთხრობელ ყოველსავე ჰამბავსა მათსა; ამისთჳს აწ მოიკითხავს მის მიერ, და უჩუენებს, ვითარმედ არა ლიტონად, არამედ ფრიადითა შრომითა იღუწის მათთჳს ლოცვათა შინა მისთა. ხოლო სიტყუანი ესე ლოცვისანი — თანად მხილებისანიცა არიან, ვითარმედ ჯერეთ უსრულ და დაუმტკიცებელ არიან საფუძველსა ზედა ქრისტეს სარწმუნოებისასა, რომელსა ზედა ოდენ დამტკიცებაჲ არს სრულებაჲ ნებისა ღმრთისაჲ, რომელ-ესე შეეტყუების თხოვად კაცსა, საღმრთოჲთა შურითა აღსავსესა, არა ხოლო ერთისა ქალაქისათჳს, არამედ ყოველთა მათ გარემოთა მახლობელთა ქალაქთა; ესე იგი არიან ლაოდიკიაჲ და იერაპოლი, რომელნი მეზობელ იყვნეს კოლასელთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის