თარგმანი: ესე იგივე ლავდიკელნი არიან, რომელთა მიმართ ქუემორე წარცემასა იტყჳს ებისტოლისასა, რომელთა შორის იყო ნჳმფა, რომელმან სახლი თჳსი შექმნა ეკლესიად, ფრიადითა მჴურვალებითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარ-იგი უსაკუთრესად იტყჳს: და ნჳმფას და სახლეულსა მისსა ეკლესიასა. ცხად არს, რამეთუ მამაკაცი იყო ახოვანი სულითა, რომელმან შესაკრებელ მორწმუნეთა ყო სახლი თჳსი.
14. გიკითხავს თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი, და დიმა.15. კითხვაჲ არქუთ ლავდიკეთა მათ ძმათა და ნუმფას და სახლად-სახლად სახლისა მათისა კრებულთა.16. და რაჟამს აღმოიკითხოთ თქუენ წიგნი ესე, ეგრეთ ყავთ, რაჲთა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს, და ლავდიკიაჲთ კუალად რაჲთა თქუენვე აღმოიკითხოთ.
კოლასელთა მიმართ თავი 4