მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:17

16. და რაჟამს აღმოიკითხოთ თქუენ წიგნი ესე, ეგრეთ ყავთ, რაჲთა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს, და ლავდიკიაჲთ კუალად რაჲთა თქუენვე აღმოიკითხოთ.17. და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაჲთა იგი აღასრულო.18. კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა. მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამინ.
კოლასელთა მიმართ თავი 4
17. და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაჲთა იგი აღასრულო.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაჲთა იგი აღასრულო. (4,17).:

თარგმანი: უკუეთუ ნამდჳლვე დიდი რაჲმე ცთომაჲ იყო, მოქენე განმართვისაჲ, რად არა თჳთ არქიპოსისსა მისწერს, ვიდრეღა მოწაფეთა მისთა პირითა ამხილებს (რომელი-ესე უჯერო არს ოდესცა, რაჲთამცა მოწაფენი მოძღუარსა ამხილებდეს)? გარნა არა ესრეთ, არა; არამედ მცირე რაჲმე იყო, და იგიცა მოსაჴსენებელი ოდენ, რამეთუ ესე არქიპოს მოძღურად კოლასელთა განჩინებულ იყო მოციქულისა მიერ. ამისთჳს მათითავე პირითა განაკრძალებს მას მსახურებასა მას შინა საღმრთოჲსა ქადაგებისასა, რაჲთა, რაჟამს უჴმდეს რასმე ზედა მხილებაჲ და შერისხვაჲ მათი, არა განმწარდებოდინ მისა მიმართ, ვითარცა მეცნიერნი, ვითარმედ მოციქულისა მიერ ბრძანებულ არს იგი კრძალულებით სრულ-ყოფად ყოველსავე ნაკლულევანებასა მათსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის