თარგმანი: ვინაჲთგან უწყის ეშმაკმან, ვითარმედ ფრიადი სარგებელი შეგუეძინების ლოცვისა მიერ, ამისთჳს უფროჲს ყოვლისა საქმისა დაჴსნილ და მცონარე გუყოფს მისსა მიმართ. ამისთჳს მოციქული განგუაკრძალებს, რაჲთა არა მოწყინე ვიყვნეთ მიმყოვრებით განგრძობასა შინა ლოცვათასა, არცა გურულოდის, არამედ ფრთხილ ვიყვნეთ, ვითარცა შუენის მომლოდეთა უფლისათა მონათა ერთგულთა, განუბნეველითა და მიმოუტაცებელითა გონებითა. ხოლო ვინაჲთგან არა ყოველთა უწყიან ჯეროვნისა თხოვაჲ, ამისთჳს მასცა გუასწავებს, ვითარმედ ყოველთა ლოცვათა თქუენთა წინა-უძღოდენ მადლობაჲ; რამეთუ უკუეთუ ჰმადლობდე მას გარდასრულთა ჟამთა ქველისმოქმედებისათჳს, მან უწყის, თუ რაჲ მოგცეს წინამდებარეთა ჟამთათჳს.
კოლასელთა მიმართ 4:2
1. უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.2. ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით;3. ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ,
კოლასელთა მიმართ თავი 4