მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:5

4. რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად.5. სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით.6. სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თჳთოეულისა სიტყჳს-მიგებაჲ.
კოლასელთა მიმართ თავი 4
5. სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით (4,5).:

თარგმანი: ესე არს სიბრძნით ქცევაჲ გარეშეთა მიმართ, რაჲთა ვეკრძალებოდით მათ, რომელნი უცხო და გარეგან არიან სარწმუნოებისაგან ჩუენისა, რამეთუ არა ეგოდენ გუაბრალებენ მცირეთა რათმე ცთომათა გამოძიებითა და განკითხვითა, ძმანი ჩუენნი და ზიარნი სარწმუნოებისა ჩუენისანი, ვითარ უცხონი შჯულისა და წესისა ჩუენისაგან, რომელნი-იგი კნინოდენსა მიზეზსა ეძიებენ მცირისა ცთომისასა, რაჲთა მის ძლით მგმობარ ექმნნენ სარწმუნოებასა ჩუენსა. ხოლო ჟამთა გამოფრდაჲ ესე არს, რაჲთა გულისჴმა-ყოს კაცმან წარმავალობაჲ ამის საწუთროჲსაჲ, ვითარმედ არა ჩუენი არს, არამედ მდინარე და წარმავალი ჩუენგან; და მოიყიდოს მისგანი რაჲმე, მას შინა მოქმედებითა წარუვალთა და საუკუნოდ მის თანა დაშთომადთა საქმეთაგანისათა, რაჲთა ჴორციელითა მოიგნეს სულიერნი, და წარმავალითა და საწუთროჲთა — საუკუნენი და სამარადისონი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის