...ნოებისათჳს და მთავართაჲსა არა აღიარებდეს. ეგრეთვე ამან უბადრუკმან იცოდა ყოველი, არამედ სათნოებითა დედაკაცისა ერთისაჲთა მისცა თავი თჳსი ეშმაკსა, რამეთუ ბოროტ არს ცუდადმზუაობრობისა მძლავრებაჲ და ბრძენთაცა კაცთა თუალთა დაუყოფს, უკუეთუ არა ფრთხილად იყვნენ, რამეთუ უკუეთუ ქრთამისა აღებაჲ დააბრმობს კაცსა, ცუდადმზუაობრობამანცა არამცა დააბრმოა, რომელი-იგი უძჳრჱს არს მისა ფრიად? ამისთჳს ჰურიათაცა ეტყოდა უფალი, ვითარმედ: „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „სოფლად“ ამას ადგილსა ერსა მას უსწავლელსა და უგუნურსა იტყჳს, განხრწნილსა მას და ქუეყანისა საქმეთა შექცეულსა. ხოლო მეგობართა მათ ღმრთისათა და საკჳრველთა კაცთა ყოველთა იცნეს იგი უწინარეს ჴორცთშესხმისაცა მისისა. და მამათმთავრისათჳს თავადი ქრისტე იტყჳს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ჩემი, და იხილა და განიხარა“. და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან...