მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 27:2

1. და უბრძანა მოსე და ყოველმან მან კრებულმან მოხუცებულთა ერსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუეს: დაიმარხენით ყოველნი ესე მცნებანი, რომელსა-ესე მე გამცნებ დღესდღე.2. და იყოს, რაჟამს წიაღხვიდოდი შენ იორდანესა, ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, აღჰმართნე შენ თავისა შენისა ქვანი დიდ-დიდნი და აღმოჰკოდნე იგინი.3. და დასწერნე მას ზედა ყოველნი ესე სიტყუანი შჯულისანი, რაჟამს წიაღჰხდე შენ იორდანესა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ, ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ვითარ-იგი ეტყოდა უფალი ღმერთი მამათა მათ თქუენთა მოცემად თქუენდა.
მეორე სჯულისა თავი 27
2. და იყოს, რაჟამს წიაღხვიდოდი შენ იორდანესა, ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, აღჰმართნე შენ თავისა შენისა ქვანი დიდ-დიდნი და აღმოჰკოდნე იგინი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ქრისტემან მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე, რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა (3,13).:

...მომიყიდნა თანამდებნი წყევისანი წყევისაგან შჯულისა, რაჟამს სასყიდლად მისცა თჳთ მის, არა-თანამდებისაჲ წყევასა, თავისა თჳსისაჲ შეყვანებაჲ წყევასა ქუეშე. ხოლო სხუებრისა წყევისა თანამდებ ვიყვენით ჩუენ, მისსა, რომელი-იგი იტყჳს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსავე წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა" (), და ქრისტე ამის წყევისაგან თავისუფალ იყო; რამეთუ გარდასლვაჲ შჯულისაჲ ცოდვაჲ იყო, ხოლო "ქრისტემან ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა" (). ვინაჲცა, ვითარცა-იგი სიკუდილისა თავსდებაჲ საჴმარ იქმნა მისსა, ჴსნად ჩუენდა სიკუდილისაგან, ეგრეთვე, ვინაჲთგან წყევისა თავს-დებაჲ ჯერ-იყო დაჴსნად წყევისა, ამისთჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ არა თანამდებ იყო წყევისა, ჯუარცუმისა იგი წყევაჲ ანაცვალა წყევასა ცოდვისა მის შჯულისა გარდასლვისასა, რამეთუ ძელსა დამოკიდებულისათჳსცა თქუმულ იყო: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (), რაჲთა თავს-დებითა წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა გამომიჴსნნეს ჩუენ წყევისაგან შჯულისა გარდასლვისა, და ესრეთ მიიტაცა პატიჟი ჩუენი, ვითარ-იგი თანამდებსა ვისმე სიკუდილისასა ენაცვალის ვინმე სიკუდიდ, ყოვლად არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).:

...იერ მდგომარენი აჰრონ და ორ.

ხოლო ქრისტე მო-რაჲ-ვიდა, თჳთ განიპყრნა ჴელნი ჯუარსა ზედა. ჰხედავა, ვითარ სახე იგი გამოჩნდებოდა, ხოლო ჭეშმარიტებაჲ აღესრულა?

კუალად შჯული იტყოდა: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს წერილსა ზედა ამის წიგნისასა!“ ხოლო ქრისტე რასა იტყჳს? - „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და იქმნა იგი ჩუენთჳს წყევასა ქუეშე.

სწავლაჲ იდ სათნოდ ცხორებისათჳს; განყოფაჲ მადლთაჲ მათ, მოცემულთა ჩუენდა და ჰურიათადა

ვინაჲთგან უკუე ესოდენნი მადლნი მოცემულ არიან ჩუენდა და ჭეშმარიტებაჲ, გევედრები, ძმანო, ნუმცა ვიქმნებით სიდიდისათჳს ნი-ჭისა მის დაჴსნილ, რამეთუ რაოდენ უმეტესი პატივი მოგუეცა, ეგოდენცა უმეტესისა სათნოებისა თანამდებ ვართ, რამეთუ რომელსა მცირედი ქველისსაქმე მიეღოს, დაღაცათუ მცირედი ქველისმოქმედებაჲ აჩუენოს, არა ღირს არს ფრიადისა ბრალობისა, ხოლო რომელი თავსა პატივისასა აღვიდეს და მერმე უნდოჲ და დაჴსნილი ცხორებაჲ აქუნდეს, ფრიადსა საშჯელსა ღირს არს. არამედ ნუ იყოფინ თქუენ ზედა ესევითარი რაჲმე! რამეთუ ვესავ უფალსა, ვითარმედ ზეცად აღგიყვანებიან სულნი თქუენნი და ქუეყ...

სრულად ნახვა