მეორე სჯულისა 3:26
25. ანუ მსგავს ძლიერებისა მაგის შენისა? აწ ჯერ-თუ-გიჩნდეს, წიაღვჴდე, ვიხილო ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ-იგი არს წიაღ ორდანესა, მთაჲ იგი კეთილი და ადგილი იგი ლიბანისაჲ.26. და უგულებელ-მყო მე უფალმან თქუენთჳს. მერმე მომიგო მე უფალმან და მრქუა: კმა იყავნ შენდა, ნუღარა შესძინებ სიტყუად ჩემდა სიტყუასა მაგას,27. არამედ აჰჴედ შენ თხემსა მთისა მაგის გამოთლილისასა და აღიხილენ თუალნი შენნი ზღუად კერძო და სამხრით, და ჩრდილოჲთ, და დასავალად და აღმოსავალად და იხილე თუალითა შენითა, რამეთუ არასადა წიაღსლვად ხარ შენ წიაღ იორდანესა.
მეორე სჯულისა თავი 3