...რამედ ვინაჲთგან სძლიოს კაცსა, მიერითგან სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტესი ესე არს, რომელ დაარწმუნებს, რაჲთა მადლიერცა მისა იყვნენ, და რაზომცა ჰმონებდენ მას, ესეოდენცა აღორძნდების გულისთქუმაჲ მათი, და ესრეთ უკურნებელ იქმნების სენი იგი და მჴეცი იგი - უბრძოლელ. ამან გეეზი განაკეთროვნა; ამან ანანია და საფირა წარწყმიდნა; ამან იუდა ქრისტეს მიმცემელ ყო; ამან ჰურიათა მთავარნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს; ამან აღავსნა სისხლითა გზანი და გლოვითა და გოდებითა - ქუეყანანი; ამან შეაგინნა მრავალნი და ტაბლები ბილწებისაჲ დააგო და სანოვაგები უშჯულოებისაჲ. ამისთჳს „კერპთმსახურებად“ უწოდა მას პავლე. ; ხოლო ვითარ არს კერპთმსახურებაჲ? ესრეთ, რამეთუ რომელთამე აქუს საფასჱ და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად ჰმარხვენ მიუახლებელად, ვი-თარცა სიწმიდესა რასმე, რომელსა ვერ იკადრებნ კაცი მიახლებად, და უკუეთუ ოდესმე აიძულნენ მიახლებად მათა, ესრეთ შეურაცხიეს, თუ ბოროტი რაჲმე ქმნეს; და ვითარცა კერპთა, ეგრეთ დაჰმარხვენ საფასე-თა, შეწყუდე...
მეოთხე მეფეთა 5:27
26. და ჰრქუა მას ელისე: არა გული ჩემი შენ თანა იყოა, რაჟამს მოიქცა კაცი იგი ეტლთა მათგან და მოგეგებოდა შენ? და, აჰა, მოიღე ვეცხლი იგი და სამოსელი და მოიგო მით მტილი და ზეთისხილნი და ვენაჴი და ზროხა და ცხოვარნი და მონები და მჴევლები?27. და კეთროვნებაჲცა იგი ნემანისი დაგედევინ შენ ზედა და ნათესავსა შენსა უკუნისამდე. და გამოვიდა პირისაგან მისისა განკეთრებული, ვითარცა თოვლი.
მეოთხე მეფეთა თავი 5