1.იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა.2.ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.3.მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს.4.ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან.5.უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე.6.ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე.7.მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად.8.ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?9.ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს.10.და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა.11.ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი.12.ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს.13.ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა.14.მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა.15.და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა.16.ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.17.და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა.18.ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ.19.და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.20.ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.21.ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.22.არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.23.ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი.24.ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.25.ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე.26.და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე?27.ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.28.და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.29.ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა.30.რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა.31.ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა.32.ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.33.ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით,34.და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე.35.და ცრემლოოდა იესუცა.36.იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი!37.ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?38.ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას.39.ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს.40.ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?41.აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი.42.და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.43.და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!44.და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.45.მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.46.ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.
47.და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?48.უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა.49.ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი,50.არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს.51.ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს.52.და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.53.მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაჲთა მოკლან იგი.
54.ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა, მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწაფითურთ თჳსით.55.ხოლო იყო მახლობელ პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდეს მრავალნი იერუსალჱმდ სოფლებისაგან უწინარეს მის პასექისა, რაჲთა განიწმიდნენ თავნი თჳსნი.56.ხოლო ჰურიანი ეძიებდეს იესუს და იტყოდეს ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არა-მე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?57.რამეთუ მიეცა მცნებაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა, რაჲთა, უკუეთუ ვინმე უწყოდის, სადა არს, აუწყოს მათ, რაჲთა შეიპყრან იგი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მართაჲსა და მარიამისა, დისა მისისა. და ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა“ (11,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი, რაჟამს იხილონ ვინმე სათნოთაგანი ღმრთისათაჲ ჭირსა რასმე შინა, - ჴორციელსა უძლურებასა, ანუ გლახაკებასა, ანუ სხუასა რასმე, - დაბრკოლდებიან და არა იციან, ვი-თარმედ უფროჲსად ღმრთისმოყუარეთა ზედა მოიწევიან ესევითარნი საქმენი. რომელ ლაზარეცა მეგობარი იყო ქრისტესი, და სნეულ იყო, რამეთუ იტყჳს: „იყო...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არამედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადა-იგი მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი რომელნი იყვნეს მარიამის თანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს, ვი-თარცა იხილეს მარიამ, რამეთუ აღდგა ადრე და განვიდა, მისდევდეს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილად მისა“ (11,30-31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი კეთილი არს სიბრძნჱ, ხოლო სიბრძნესა მას ვიტყჳ საღმრთოსა. ხოლო წარმართთა მათ ფილოსოფოსთა იგი სიბრძნჱ ამაოება არს და ზღაპარ, რამეთუ ყოველსავე კაცობრივისა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ: უფალი არა ესრეთ ჰხედავს თჳსსა პატივსა, ვითარ ჩუენსა ცხორებასა, და არცა მაღალთა სიტყუათა თქუმად ისწრაფის, არამედ ესევითართა, რომელთა მიერ ჩუენ ვირგოთ, და ამისთჳს მაღალთა და დიდთა სიტყუათა მცირედ იტყჳს, და მათცა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (11,49-50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა მით, რომელ დაარწყეს, შეიპყრა ფერჴი მათი“. ესე ჰურიათა ზედა იქმნა, რამეთუ იგინი იტყოდეს მოკლვად იესუჲსა,...
...ლაფერი მხოლოდ სახელწოდებაღა იქნება, თუ ჩვენ ვისურვებთ. მართლაც, ახლა უკვე სიკვდილი სიკვდილი არ არის, არამედ მხოლოდ სიკვდილის სახელს ატარებს, უფრო სწორად, მისი სახელწოდებაც კი გაუქმებულია: ჩვენ მას სიკვდილს აღარ ვუწოდებთ, არამედ მოსვენებასა და ძილს. ასე თავად ქრისტემ თქვა: «ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა» (); და პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: «ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს» (). ასევე მონობაც ახლა მხოლოდ სახელია: მონა ის არის, ვინც ცოდვას ჩადის. ხოლო, რომ ქრისტემ, დედამიწაზე მოსულმა, ესეც (მონობა) გააუქმა და მხოლოდ სახელი დატოვა, ან, უფრო ზუსტად, სახელიც კი გააუქმა, ამის შესახებ მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: «რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან» (). ხედავ, სათნოებამ როგორც კი გამოჩნდა, ძმურ ნათესაობაში მოიყვანა ისინი, რომლებიც მანამდე მონობის სახელწოდებით იყვნენ შეკრულნი. «და იქმენინ ქანან», ნათქვამია, «მონა». შენ არ ისარგებლე, ამბობს, სათანადოდ პატივით, ვერ აიტანე ბედნიერება — ძმებთან ღირსებით თანასწორი ყოფნა — ამიტომ მინდა, დამორ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სახლსა მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს იგი, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას“ (9,23-24).:
...ს მშობელნი მისნი წარიყვანნა. ხოლო პირველ აღდგომისაცა იტყოდა: „ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ იგი არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს“. აჩუენებს ამით სიტყჳთა, ვითარმედ ესრეთ ადვილ არს მის წინაშე აღდგინებაჲ მკუდართაჲ, ვითარ განღჳძებაჲ მძინარისაჲ, ვი-თარცა ლაზარესთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა“. მუნცა ძილად სახელ-სდვა სიკუდილსა, რაჲთა არღარავის ეშინოდის სიკუდილისაგან, ვინაჲთგან არღარა სიკუდილი არს, არამედ ძილი ეწოდების. რამეთუ ვინაჲთგან თავადსაცა ეგულებოდა ხილვად გემოჲ სიკუდილისაჲ, ამისთჳს წინაჲთვე სხუათა გუამთა მიერ ასწავებს მოციქულთა, რაჲთა არღარა ეშინოდის სიკუდილისაგან, რამეთუ მო-რაჲვიდა უფალი ქუეყანად, ამიერითგან სიკუდილი ძილად შერაცხილ არს. ამათ ესევითართა მიზეზთათჳს ძილად უწოდა სიკუდილსა მას. ხოლო უგულისჴმონი იგი ეკიცხევდეს მას; არამედ სახიერმან არავე შეჰრისხნა ურწმუნოებისა მისთჳს, არამედ საქმით ამხილა მათი იგი სიცოფე. არა შეჰრისხნა მოკიცხართა მათ, რაჲთა იგინიცა და მგოსნები იგი და ერი, რომელი ეტყებდა, ყოველნივე მოწამე იყვნენ სიკუდილისა მის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო“. რამეთუ უმადლოებაჲ იგი და ურწმუნოებაჲ ჰურიათაჲ აურაც...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“ (8,8-10).:
...ასისთავმან ამან: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“. და განუკჳრდა უფალსა სარწმუნოებაჲ მისი და თქუა: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“.
ესენი უკუე ესრეთ საქებელ იქმნეს, ხოლო მართა ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ თქუა, არამედ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, არა ხოლო თუ ქებისა არა ღირს იქმნა, არამედ მეცნიერ ღათუ იყო და საყუარელ და ფრიად მოსწრაფე მსახურებად უფლისა, გარნა შეჰრისხნაცა და განჰმართა ცთომილი გულისსიტყუაჲ მისი, რამეთუ ეტყოდა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ რომელ-ესე ბრალობაჲ იყო, ვითარმცა არღა კეთილად ჰრწმენა. და კუალად, ოდეს იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ვიცი, რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, განაყენებდა ესევითარისა გულისსიტყჳსაგან და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ არა საჴმარ არს მისდა თხოაჲ, არამედ იგი თავადი არს წყაროჲ კეთილთაჲ. ამისთჳს ჰრქუა: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“. ესე იგი არს, ვითარმედ არა საჴმარ არს ჩემდა მოცემად ძალი ზეგარდამო, არამედ უფალი ვარ ყოფად, რაჲცა მენებოს.
ხოლო აქა ვინაჲთგან ასისთავმან მან ესოდენი წამა ჴელმწიფებაჲ...