მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 11:34

33. და მისთჳს, რამეთუ დამიტევა მე და თაყუანი-სცა ასტაროთს, საძაგელსა მას სიდონელთასა, და ქამოსსა, კერასა მოაბისასა, და მოლოქს, სარუვანელსა ძეთა მათ ამონისთასა, და არა შე-ვე-უდგა გზათა ჩემთა ყოფად სამართლისა წინაშე ჩემსა და ჭეშმარიტებისა და სიწრფოებისა, ვითარცა დავით, მამა მისი.34. და არა აღვიღო ყოვლადვე მეუფება იგი ჴელისაგან მისისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, რომელი გამოვირჩიე, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და ჭეშმარიტება ჩემი, და ჴდომით ჴდომ ვექმნე სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.35. და აღვიღო მეუფება ჴელისაგან მისისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.
მესამე მეფეთა თავი 11
34. და არა აღვიღო ყოვლადვე მეუფება იგი ჴელისაგან მისისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, რომელი გამოვირჩიე, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და ჭეშმარიტება ჩემი, და ჴდომით ჴდომ ვექმნე სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...რულებულსა იტყოდეს კუალად მოსლვად, არამედ მიმსგავსებულთათჳს სათნოებისა მისისათა. და ეზეკიას ჰრქუა ღმერთმან: „შევეწიო ქალაქსა ამას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა“. და სოლომონსა ჰრქუა, ვითარმედ: „დავითისთჳს არა განიყოს მეფობაჲ იგი დღეთა შენთა ზე“. და ესრეთ ყოვლით კერძო დიდ იყო სახელი დავითისი წინაშე ღმრთისა და კაცთა. ამისთჳს რომელი-იგი უსახელოვნეს და უმახლობელეს იყო, იგი აჴსენა პირველად და მერმე აბრაჰამ შემოიღო შორის, რამეთუ ებრაელთა მიმართ უზეშთაეს აბრაჰამისა ჴსენებაჲ არა ჯერ-იჩინა, რამეთუ ესენი იყვნეს სახელოვან უფროჲს ყოველთასა: ერთი იგი, ვი-თარცა წინაწარმეტყუელი და მეფე, და მეორე, ვითარცა მამათმთავარი და წინაწარმეტყუელი.

იტყჳან უკუე მრავალნი, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ დავითის ტომისაგან იშვა ქრისტე, ვინაჲთგან არა თესლისაგან მამაკაცისა იშვა, არამედ დედისაგან ქალწულისა? ხოლო ქალწულისა მის ტომთა სახელი არა ჴსენებულ არს სახარებასა შინა; ვინაჲ ვისწაოთ, თუ დავითის ტომისაგან იყო ქალწული იგი? რამეთუ ორი ესე საძიებელ არს: რაჲსათჳს დედისა მის ქალწულისა, რომლისაგან იშვა ქრისტე, თესლ-ტომი არა აჴსენა? და რაჲსათჳს იოსებ, რომელსა არარაჲ აქუნდა მთავრებაჲ შობასა შინა ქრისტესსა,...

სრულად ნახვა