მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 1

სახარებაჲ მათესი 1 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).

გაჴსოვსა, რაჲ-იგი გუშინ გამცენ თქუენ და გევედრე დუმილით და მყუდროებით სმენად სიტყუათა ამათ წმიდისა სახარებისათა? რამეთუ დღეს მეგულების შესლვად კარსა დიდებულისა მის ქალაქისასა, ამისთჳს მცნებაჲ იგი აღგიჴსენე; რამეთუ უკუეთუ ებრაელთა, ეგულებოდა რაჲ მიახლებად მთასა მას მკუმოლვარესა, ბნელსა მას და ნისლსა და არმურსა, და არცა მიახლებად, არამედ შორით დგომად და სმენად და ხედვად, ბრძანებაჲ მოიღეს სამ დღე...