მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 17:11

10. და აღდგა და წარვიდა სარეფთად ბჭეთა მათ მის ქალაქისათა და, აჰა, მუნ დედაკაცი ერთი ჰკრეფდა შეშასა და ჴმა-უყო ელია და ჰრქუა მას: მომართუ მცირედ ჭურჭლითა წყალი და ვსუა.11. და წარვიდა მოღებად და ჴმა-უყო მას უკანა ელია და ჰრქვა: მომართუ მე კოტორი ერთ პურიცა ჴელითა შენითა.12. ჰრქუა მას დედაკაცმან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა და აჰა, შევკრებ შეშასა ამას, შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ.
მესამე მეფეთა თავი 17
11. და წარვიდა მოღებად და ჴმა-უყო მას უკანა ელია და ჰრქვა: მომართუ მე კოტორი ერთ პურიცა ჴელითა შენითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სარეფთელი ქვრივის სტუმართმოყვარეობა:

...რთმოყვარეობით შემოიფარგლა; და აი, დღესაც ეს სტუმართმოყვარე ქვრივი დაასრულებს ჩვენს სიტყვას. და მივიდა, ნათქვამია, ქვრივთან, ნახა, შეშას კრეფდა და უთხრა: მომეცი ცოტა წყალი „და ვსუა" (). ის დაემორჩილა. და კვლავ ეუბნება: გამიკეთე უფუარი პურები, „და ვჭამო" (). ხოლო ის მაშინ უკიდურეს სიღარიბეს გადაუშლის, უფრო კი — გამოუთქმელ სიმდიდრეს, რადგან სიღარიბის გაძლიერებამ სიმდიდრის სიდიადე აჩვენა. მან უთხრა: არაფერი არ არის შენი მხევლისა, „დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა"; შევკრეფ შეშას, „შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ" (). სამწუხარო სიტყვები, ქვის გულის მოქცევასაც რომ შეძლებდა! ცხონების არანაირი იმედი, ამბობს, აღარ დაგვრჩენია; სიკვდილი კართანაა; ეს ერთი რამ დაგვრჩა საცხოვრებლად; და ისიც ძლივს ეყოფა მე და ჩემს შვილებს. რაც შეიძლებოდა, გავაკეთე: წყალი მოგართვი. მაგრამ, რომ ვიცოდეთ ამ დედაკაცის სტუმართმოყვარეობაც, და დიდი ძალაც მართლისა, შეხედე, რა მოხდა. როცა წინასწარმეტყველმა ეს ყოველივე შეიტყო, რათა ჩვენთვის გაეხსნა ამ დედაკაცის სათნოება — რად...

სრულად ნახვა