მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 17:12

11. და წარვიდა მოღებად და ჴმა-უყო მას უკანა ელია და ჰრქვა: მომართუ მე კოტორი ერთ პურიცა ჴელითა შენითა.12. ჰრქუა მას დედაკაცმან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა და აჰა, შევკრებ შეშასა ამას, შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ.13. და ჰრქუა მას ელია: ისწრაფე და შევედ და შეჰქმენ სიტყჳსაებრ შენისა და ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს.
მესამე მეფეთა თავი 17
12. ჰრქუა მას დედაკაცმან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა და აჰა, შევკრებ შეშასა ამას, შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სარეფთელი ქვრივის სტუმართმოყვარეობა:

...რო კი — გამოუთქმელ სიმდიდრეს, რადგან სიღარიბის გაძლიერებამ სიმდიდრის სიდიადე აჩვენა. მან უთხრა: არაფერი არ არის შენი მხევლისა, „დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა"; შევკრეფ შეშას, „შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ" (). სამწუხარო სიტყვები, ქვის გულის მოქცევასაც რომ შეძლებდა! ცხონების არანაირი იმედი, ამბობს, აღარ დაგვრჩენია; სიკვდილი კართანაა; ეს ერთი რამ დაგვრჩა საცხოვრებლად; და ისიც ძლივს ეყოფა მე და ჩემს შვილებს. რაც შეიძლებოდა, გავაკეთე: წყალი მოგართვი. მაგრამ, რომ ვიცოდეთ ამ დედაკაცის სტუმართმოყვარეობაც, და დიდი ძალაც მართლისა, შეხედე, რა მოხდა. როცა წინასწარმეტყველმა ეს ყოველივე შეიტყო, რათა ჩვენთვის გაეხსნა ამ დედაკაცის სათნოება — რადგან ღმერთი, რომელმაც ბრძანა: „მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი", თავად მოქმედებდა წინასწარმეტყველის მეშვეობით — ეუბნება მას: „ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს" (). ისმინეთ ეს — თქვენ, ქალებმა, რომლებიც სიმდიდრით ხართ მოცულნი: თქვენ ზედმეტს ბევრ უსარგებლო ნივთებზ...

სრულად ნახვა