...ტებას ამბობენ, რადგან სწორედ ეს არის წინასწარმცნობელობა. ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტეთ ეს მძვინვარება, გევედრებით, თუკი ქრისტე გწამთ; ხოლო თუ არ გწამთ, თავს რატომ იგდებთ მასხრად, თავს რატომ იტყუებთ? „ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა?" (). აბა, რაღისთვის მიდიხარ? რას ეკითხები? როგორც კი მიხვედი და როგორც კი ჰკითხე, მაშინვე მონობის ქვეშ დააყენე საკუთარი თავი, რადგან ისე ეკითხები, როგორც მისი დამჯერებელი. არა, ამბობს იგი, იმიტომ კი არ ვეკითხები, რომ მჯერა, რომ ის ჭეშმარიტებას ამბობს, არამედ მის გამოსაცდელად. ხოლო იმის გამოცდა, ჭეშმარიტებას ამბობს თუ არა, იმ კაცის საქმე არ არის, ვინც დარწმუნებულია, რომ ის ტყუის, არამედ იმისა, ვინც ჯერ კიდევ ეჭვობს. მაშ, რაღისთვის ეკითხები, რა იქნება? რადგან თუ იგი ამას ამბობს: ეს მოხდება, ეს გააკეთე და თავს დააღწევ, მართალია, ასეთ შემთხვევაშიც კი არ უნდა მისცემოდი კერპთ...
მესამე მეფეთა 18:21
20. და წარავლინა აქაბ ყოველსა ისრაჱლსა და შეკრიბნა წინაწარმეტყუელნი იგი მთასა მას კარმელსა.21. და მიიკრიბნა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა. და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ.22. და ჰრქუა ელია ერსა მას: მე მარტო დაშთომილ ვარ წინაწარმეტყუელი უფლისა და წინაწარმეტყუელნი ეგე ბაალისნი კაცნი ოთხასდაერგასისნი და წინაწარმეტყუელნი მაღნართანი ოთხასნი.
მესამე მეფეთა თავი 18