მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 19:10

9. და შევიდა მუნ ქვაბსა მას და დაადგრა და, აჰა, სიტყუაჲ უფლისა იყო მისა და ჰრქუა: რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?10. და ჰრქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.11. და ჰრქუა: გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა და, აჰა, უფალი წარვიდოდის და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა, და არა ქარსა მას უფალი, და შემდგომად ქარისა მის ძრვა, და არა ძრვასა მას უფალი.
მესამე მეფეთა თავი 19
10. და ჰრქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. წმინდანთა არცოდნა და მოძღვრის ზრუნვა:

...ხოლო ის, რომ არ იცოდნენ, მრავალმხრივ შეიძლება შეიტყოს ვინმემ, როგორც პირველთაგან, ისე შემდგომთაგან: როგორც ელისემ არ იცოდა ქალის შესახებ; როგორც ელია ეუბნებოდა ღმერთს: „წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად" (). სწორედ ამის გამო ესმოდა ღვთისაგან: „დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა" (). ასევე სამუელსაც, როცა დავითის საცხებლად იყო გაგზავნილი, უფალმა უთხრა: „ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს" (). ეს არცოდნაც ღვთის დიდი მზრუნველობით ხდება.

როგორ და რა სახით? როგორც თვით წმინდანების, ისე იმათი გულისთვის, ვინც მათ ერწმუნებოდა....

სრულად ნახვა