„მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით, ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და...
„ამისთჳს მეცა ვერღარა დავთმე და მივავლინე ტიმოთე, რაჲთა ვცნა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ, ნუუკუე განგცადნა თქუენ განმცდელმან მან, და ცუდად იყოს შრომაჲ იგი ჩუენი. ხოლო აწღა მოვიდა ტიმოთე თქუენით და მახარა ჩუენ სარწმუნოებაჲ და სიყუარული თქუენი, და რამეთუ გაქუს ჴსენებაჲ ჩუენი კეთილი მარადის და გსურის ხილვად ჩუენდა, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა. ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით, ძმანო, თქუენ ზედა ყოველთა მათგან ურვათა და ჭირთა ჩუენთა თქუენითა მაგით სარწმუნოებითა, რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ...
...ინც თვით წერილითურთ სულ მალე მიაღწევდა მათამდე; რამეთუ ამბობს: „ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა" (). აქ კი ასე არ იყო, არამედ ტიმოთე უკვე დაბრუნებული იყო, ამიტომაც სამართლიანად მოიხსენია იგი წერილში; რამეთუ ამბობს: „ხოლო აწღა მოვიდა ტიმოთე თქუენით" (). რატომ აყენებს სილოანეს მასზე წინ, თუმცა ტიმოთეზე უთვალავ სიკეთეს მოწმობდა და ყველას წინ მას აყენებდა? ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ტიმოთე ითხოვდა ამას დიდი თავმდაბლობით და ევედრებოდა კიდეც. რადგან, როცა ხედავდა, რომ მოძღვარი ისე თავმდაბლობდა, რომ მოწაფეს თავის გვერდით ასახელებდა, თვითონ ბევრად უფრო მეტად მოითხოვდა ამას. რამეთუ ამბობს: „პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა" (). აქ თავის თავზე არაფერს ურთავს: არც „მოციქული", არც „მონა". ჩემის აზრით, რადგან ეს კაცები ახლად დამოძღვრილნი იყვნენ და ჯერ იგი გამოცდილებით არ იცნობდნენ, ამიტომ არ ურთავს ღირსების სახელს; გარდა ამისა, მათ მიმართ ქადაგება ჯერ კიდევ დასაწყისში იყო.
ამბობს: „ეკლესიასა თესალონიკელთასა" (). კარგად ამბობს. რადგან სავარაუდო იყო,...
1. სულიერი ჭრილობების კურნება და საცდურის თავიდან აცილება:
...დრე ისაა, რომ თქვენ სულიერად იზრდებით, სათნოებით ბრწყინავთ და მავნებლისგან თავს იკავებთ, ისე, როცა შევამჩნევთ, რომ წაიბორძიკეთ და ეშმაკის საცდურებს ჩაებით, მწუხარებით ვივსებით და სირცხვილი, ასე ვთქვათ, სულს მოგვფენია. ნეტარი პავლეს მსგავსად, „რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ" (). მაშ, როგორც სრულყოფილნი და გონიერნი, უკანასკნელი დაივიწყეთ და წინ მიისწრაფეთ; აღადგინეთ ის აღთქმანი, რომლებიც ქრისტესთან დადეთ, და ამიერიდან მტკიცედ შეინარჩუნეთ; ჯანსაღი განსჯით ეშმაკის მზაკვრობისთვის ყოველი შესასვლელი ჩაკეტეთ, შემდგომი გულმოდგინებით წარხოცეთ ის მწიკვლი, რაც უზრუნველობით მოგეხილათ; დაამარცხეთ შეუფერებელი და მავნე ჩვევა, გაიფიქრეთ რა, რომ ბოროტება არა მარტო იმაშია, რომ იქ (ცხენთა ასპარეზობებზე) მსვლელნი თავს დიდ ზიანს აყენებენ, არამედ იმაშიც, რომ მრავალ სხვას საცდურად ექცევიან. მართლაც, როცა წარმართები და იუდეველები დაინახავენ, რომ ის, ვინც ყოველდღე ეკლესიაში დადის და მუდამ მოძღვრებას ისმენს, მოულოდნელად იქ გამოჩნდება და მათთან აირევა, განა ჩვენს (სწავლებას) მოტყუებად არ ჩათვლიან და ჩვენთან არსებული ყველაფრის შესახებ იმავე აზრზე არ დადგებიან? განა არ ისმენ, როგორ ნეტარი პავლე ხმამაღლა არწმუნებს და ურჩევს: **„დ...