მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 8:39

38. და ყოველი ლოცვა, რომელ იყოს ყოვლისა კაცისა, ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, ვითარ-რა ცნან კაცად-კაცადმან სალმობაჲ იგი გულისა თჳსისა და აღიპყრნენ ჴელნი ტაძარსა ამას,39. და შენ ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და მიუტეო და განამართლო მსგავსად გზათა მისთა, ვითარ სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი.40. და ეშინოდის შენგან ყოველთა დღეთა, რაოდენ ცხონდენ ზედა პირსა ქუეყანისასა, რომელ მიეც მამათა მათ ჩუენთა.
მესამე მეფეთა თავი 8
39. და შენ ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და მიუტეო და განამართლო მსგავსად გზათა მისთა, ვითარ სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იყო იერუსალჱმს პასექსა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (2,23).:

...ნნეს სიტყუანი მათნი და ამისთჳს არა მიანდობდა თავსა თჳსსა, ვითარცა მტკიცე-თა ვიეთმე, რამეთუ რწმუნებაჲ სიტყუათაჲ კაცისაჲ არს, ხოლო ხედვაჲ გულთაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, „რომელმან დაჰბადნა გულნი“; რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „შენ უწყნი გულნი მხოლომან“. არა უჴმდეს უკუე მას მოწამენი, რაჲთამცა ცნნა გულნი მის მიერ დაბადებულთანი, რომელმან-იგი იცნის ყოველნი მომავალნი და უხილავნი, და მათიცა ადვილად შეცვალებაჲ ბოროტისა მიმართ იცოდა და ამისთჳს „არა არწმუნებდა მათ თავსა თჳსსა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, ნიკოდემოს სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ. ესე მოვიდა მისა ღამე“ (3,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე შორისცა სახარებასა ჩანს, ვითარმედ იღუწიდა ქრისტესათჳს, რამეთუ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „შჯული ჩუენი არავის შჯის, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან“. და კუალად ჟამსა ვნებისასა ფრიადი მოღუაწებაჲ აჩუენა, რამეთუ მოვიდა ღამით ნიკოდემოსცა და მოიღო მური და ალოჲ ასი ლიტრაჲ, და აწცა ქრისტეს მიმართ აქუნდა სარწმუნოებაჲ, არამედ არა ვითარცა ჯერ-არს; ამისთჳსცა ღამით მოვიდა მისა, რა...

სრულად ნახვა