თარგმანი: რიდობით და მყუდროდ შეაშინებს და განაკრძალებს მათ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან არა ჩემსა, არამედ თქუენსა უმჯობესსა მეძიებელ ვარ, ამისთჳს გიჴმს, რაჲთა არა ცუდ ჰყოთ სასოებაჲ ესე და მოლოდებაჲ ჩემი, არამედ ვითარ-ესე მე მრწამს, ეგრეთ წარმატებულ იქმნნეთ და ახაროთ სარწმუნოებასა ჩემსა თქუენდა მიმართ.
ფილიპელთა მიმართ 1:26
25. და ესე სასოებით უწყი, რამეთუ დავადგრე და გგებდე თქუენ ყოველთა წარმატებისა თქუენისათჳს და სიხარულისა მის სარწმუნოებისა,26. რაჲთა სიქადული ეგე თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ ჩემდა მომართ ჩემითა მით მისლვითა კუალად თქუენდა მიმართ.27. გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინა თუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინა თუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა და თანა-იღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისასა,
ფილიპელთა მიმართ თავი 1