თარგმანი: რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: "ვჰგებდე წარმატებასა თქუენსა" და ვითარმედ: "ჩემი შეურაცხ-მიქმნიეს და თქუენი უმჯობესი აღმირჩევიეს", რაჲთა არა დაუმძიმდეს მათ, ვითარმცა მათ ძლით ზღვევაჲ რაჲმე შემსთხუეოდა მოციქულსა, ამისთჳს აწ ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "რაჟამს სიქადული თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ სათნოდ მისსა მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა და ქონებითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა, ესევითარი-იგი საღმრთოდ წარმატებაჲ თქუენი ჩემდა მოიწევის, და კუალად აღმატებულ ჰყოფს სასყიდელსა მუშაკობისა ჩემისასა, რომელი-ესე რაოდენგზისცა საჴმარ იყოს მისლვაჲ ჩემი თქუენდა, არა მცონის, ზოგადისა სარგებელისათჳს, ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ თქუენი ყოველი ჩემდად შეირაცხების".
ფილიპელთა მიმართ 1:27
26. რაჲთა სიქადული ეგე თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ ჩემდა მომართ ჩემითა მით მისლვითა კუალად თქუენდა მიმართ.27. გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინა თუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინა თუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა და თანა-იღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისასა,28. და არა ჰფრთხებით არარაჲთ მჴდომთა მათგან, რომელი-იგი არს მათდა სახე წარწყმედისაჲ, ხოლო თქუენდა – ცხორებისა; და ესე ღმრთისა მიერ.
ფილიპელთა მიმართ თავი 1