მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:28

27. გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინა თუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინა თუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა და თანა-იღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისასა,28. და არა ჰფრთხებით არარაჲთ მჴდომთა მათგან, რომელი-იგი არს მათდა სახე წარწყმედისაჲ, ხოლო თქუენდა – ცხორებისა; და ესე ღმრთისა მიერ.29. რამეთუ თქუენ მიგემადლა ქრისტჱსთჳს არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაჲ, არამედ მისთჳს ვნებაჲცა.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
28. და არა ჰფრთხებით არარაჲთ მჴდომთა მათგან, რომელი-იგი არს მათდა სახე წარწყმედისაჲ, ხოლო თქუენდა – ცხორებისა; და ესე ღმრთისა მიერ.
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თანა-იღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისასა, და არა ჰფრთხებით არარაჲთ მჴდომთა მათგან, რომელ-იგი არს მათდა სახე წარწყმედისაჲ, ხოლო თქუენდა — ცხორებისა; და ესე ღმრთისა მიერ (1,27-28).:

თარგმანი: ესე არს ურთიერთას თანა-მოღუაწებაჲ, რაჟამს ვითარცა ერთითა სულითა და ერთითა გონებითა ურთიერთას შეეწეოდინ ძმანი ღუაწლთა შინა სახარებისა მცნებათა მოქმედებისათა, ზოგად წარმართებისათჳს ყოველსავე მის მიერ ბრძანებულსა, სარწმუნოებისათჳს და საქმეთა კეთილთა, და ამისსა მიმართ წინააღმდგომთა და მბრძოლთა კუეთებისაგან, არა ხოლო დაუცემელ, არამედ დაუფრთხობელცა იყვნენ, რამეთუ ნამდჳლვე არა საშიშ, არამედ საფრთხოლ ოდენ არიან კუეთებანი წინააღმდგომთანი ერისათჳს, ქრისტესდა მინდობილისა. ხოლო საფრთხოლი ყრმათა ოდენ ჩჩჳლთა აშინებს და არა ჭაბუკთაცა, ახოვანთა გონებითა; ამისთჳს მოციქული ფილიპელთა, ვითარცა ნამდჳლვე ახოვანთა, ეტყჳს, ვითარმედ: შეუძრწუნებელ იყვენით მათგან, დაღათუ სიკუდილსა გაქადებდენ, დაღათუ კრულებათა ამათ და პყრობილებათა ჩემთათჳს გაყუედრებდენ. და ესრეთ, ყოველსავე შინა უშიშოებაჲ თქუენი წინააღმდგომთა მათ სახარებისათა ექმნეს სახე წარწყმედისა, ხოლო თქუენ — მომატყუებელ ცხორებისა; რამეთუ ახოვნებაჲ თქუენი სწორებით დაამჴობს მათ და განგაძლიერებს თქუენ. და ესე ყოველი იქმნების თანა-შეწევნითა ღმრთისაჲთა და არაოდეს მინდობითა ძალისა თჳსისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის