მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:4

3. ვჰმადლობ ღმერთსა ყოველსა ზედა ჴსენებისა თქუენსა;4. მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათჳს სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ5. ზიარებისა მაგის თქუენისათჳს სახარებასა მას პირველით დღითგან მოაქმადე.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
4. მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათჳს სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა ყოველსა ზედა ჴსენებასა თქუენსა: მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათჳს სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ ზიარებისა მაგის თქუენისათჳს სახარებასა მას პირველ დღითგან მოაქამდე (1,3-5).:

თარგმანი: ვინაჲთგან სათნოებასა შინა წარმატებულ იყვნეს, ამისთჳს სამადლობელ ღმრთისა ჰყოფდა ჴსენებასა მათსა, რამეთუ სიხარულით ლოცვისა ყოფაჲ ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არაჲ მიზეზ-სცეს მათ მოციქულსა, რაჲთამცა გარდამავალობისათჳს მცნებათა მისთაჲსა სალმობით და იწროებითა გულისაჲთა მიუწერდა მათ, ვითარ-იგი სხუათა, ვინაჲცა დიდი წამებაჲ არს სათნოებისა მათისაჲ ესე, რაჟამს თქუას მოციქულმან, ვითარმედ: პირველით დღითგან, ვინაჲთგან მორწმუნე ქმნილ ხართ, და ვიდრე მოაქამდე თანაზიარ ჩემდა ყოფილ ხართ ქადაგებასა ამას სახარებისასა, წარმოცემითა საჴმართაჲთა და აღსრულებითა მსახურებისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის