თარგმანი: ვინაჲთგან სათნოებასა შინა წარმატებულ იყვნეს, ამისთჳს სამადლობელ ღმრთისა ჰყოფდა ჴსენებასა მათსა, რამეთუ სიხარულით ლოცვისა ყოფაჲ ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არაჲ მიზეზ-სცეს მათ მოციქულსა, რაჲთამცა გარდამავალობისათჳს მცნებათა მისთაჲსა სალმობით და იწროებითა გულისაჲთა მიუწერდა მათ, ვითარ-იგი სხუათა, ვინაჲცა დიდი წამებაჲ არს სათნოებისა მათისაჲ ესე, რაჟამს თქუას მოციქულმან, ვითარმედ: პირველით დღითგან, ვინაჲთგან მორწმუნე ქმნილ ხართ, და ვიდრე მოაქამდე თანაზიარ ჩემდა ყოფილ ხართ ქადაგებასა ამას სახარებისასა, წარმოცემითა საჴმართაჲთა და აღსრულებითა მსახურებისაჲთა.
ფილიპელთა მიმართ 1:5
4. მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათჳს სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ5. ზიარებისა მაგის თქუენისათჳს სახარებასა მას პირველით დღითგან მოაქმადე.6. და ამის მებრვე სასოებისათჳს, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმე კეთილისაჲ, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
ფილიპელთა მიმართ თავი 1