თარგმანი: არა თუ ტყუვილისა რაჲსმე საწამებელად, არამედ ფრიადცა ჭეშმარიტებისა დასამტკიცებელად შემოიღებს წამებასა ღმრთისასა, ხოლო სურვილსა მას თჳსსა არა საჴმართა მათ მიაჩემებს, მათ მიერ წარმოცემულთა, არამედ წყალობათა ქრისტეს მიერ მონიჭებულთა, ვითარმედ: მოწყალებისა ამის გულისათჳს, ქრისტეს მიერ ჩემდა მოცემულისა, და არარაჲს სხჳსა ჴორციელისა მიზეზისათჳს მაქუს სურვილი თქუენი.
7. ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ მაჴსოვთ მე თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემთა და სიტყჳს-გებათა და დამტკიცებასა მას სახარებისასა, რაჲთა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იყვნეთ.8. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათჳს მოწყალებითა ქრისტე იესუჲსითა;9. და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა,
ფილიპელთა მიმართ თავი 1