მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:7

6. და ამის მებრვე სასოებისათჳს, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმე კეთილისაჲ, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.7. ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ მაჴსოვთ მე თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემთა და სიტყჳს-გებათა და დამტკიცებასა მას სახარებისასა, რაჲთა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იყვნეთ.8. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათჳს მოწყალებითა ქრისტე იესუჲსითა;
ფილიპელთა მიმართ თავი 1
7. ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ მაჴსოვთ მე თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემთა და სიტყჳს-გებათა და დამტკიცებასა მას სახარებისასა, რაჲთა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იყვნეთ.
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს (1,7).:

თარგმანი: რომელი "ესე"? — ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ ზემო თქუმული სავედრებელი სიტყუაჲ, რაჲთა რომელმან იწყოს მათ შორის საქმე კეთილი, აღასრულოს იგი ვიდრე მოსლვადმდე ქრისტესა, რამეთუ სამართალ არს ესრეთ, რაჲთა ყოველსა დამწყებელსა კეთილისასა ულოცვიდენ წინამძღუარნი მათნი, მონიჭებად სრულებაჲ დაწყებულსა მისსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის