თარგმანი: ამიერ აჩუენებს, ვითარმედ მრავალნი იყვნეს მბრძოლ და მიმდრეკელ მათდა, რაჲთა მდრტჳნავ ყვნენ იგინი, სიძნელისათჳს ქრისტეს მცნებათაჲსა, რომელთა უწოდა ნათესავად დრკუდ და გულარძნილად, დამაბნელებელად სოფლისა სივერაგითა მათითა. ხოლო მოწაფეთა თჳსთა, რომელთა მათ შორის წარჰმართონ სათნოებაჲ, სახელ-სდებს შვილ ღმრთისა შეუგინებელ და მთიებ, განმანათლებელ ღამესა უღმრთოებისასა, მქონებელობითა მათ შორის სიტყჳსა მის ცხორებისაჲთა, რომელ არს ქადაგებაჲ საუკუნოჲსა ცხორებისა მოლოდებისაჲ, რომლისა მიერ ადვილად თავს-იდებენ ყოველთავე ოფლთა და ტკივილთა სათნოებისათა, რომელთა მიერ იყვნენ სიქადულ და აღმატება გჳრგჳნთა მოძღურისა და მასწავლელისა მათისათა, დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეორედ მოსლვისასა, რომელი-იგი არს დღე სასყიდლის კუალად-გებისაჲ.
ფილიპელთა მიმართ 2:16
15. რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.16. სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ.17. არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა.
ფილიპელთა მიმართ თავი 2