1.და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.2.და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.3.და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.4.და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად.5.მიუგო სჳმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე.6.და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.7.და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.
8.და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო.9.რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.10.ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.11.და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
12.და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.13.და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან.14.და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებლად მათა.15.და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ.16.ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.
17.და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი იესუ ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი და სჯულის-მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათდა.18.და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისა.19.და ვერ პოეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა.20.და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!21.და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა?22.გულისჴმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?23.რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე?24.არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!25.და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.26.განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაჲ დღეს.
27.და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე.28.და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას.29.და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი.30.და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ?31.მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან.32.არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.
33.ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲს-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?34.ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?35.ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.36.და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაჲ.37.და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.38.არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.39.და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს.
და ვითარცა იხილა სვიმონ პეტრეშეუვრდა მუხლთა იესოსა და ჰრქვა მას:განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილივარ, უფალო! ( ლუკ. ე, ჱ).
საკვირველმან თევზისა ნადირობამან, რომლისა მოთხრობა დღეს წაკითხულ იქმნა სახარებითგან, განაცვიფრა და შეაშინა პეტრე. მან, სიყრმითგან გამოცდილმან თევზის ნადირობასა შინა, მთელი ღამე ინადირა ტბასა ზეადა გენესარეთისასა და ვერა რა დაიჭირა; გარნა აწ, ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა, ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისსა. ესრედ, რომელ ვერ შეეძლო...
და ჰრქვა იესო: ნუ გეშინინ, სვიმონ,ამიერითგან იყო კაცთა მონადირე (ლუკ. ე, ი. )
დღეს წაკითხული სახარება წინადაგვიგებს, ძმანო, ჩვენ და შესასწავებელად შემდგომსა მოთხრობასა: უფალი იესო ქრისტე ოდესმე სდგა კლდესა ზედა გენესარეთის ტბისასა, გარემოცული უმრავლესითა ერითა, რომელ მოსრულ იყო სმენად სიტყვისა ღვთისასა, და იხილა ორი ნავი, მდგომარე კიდესა ზედა ტბისასა; ხოლო მეთევზენი, რომელთა ეკუთვნოდათ ნავები, ამზადებდნენ ბადეთა თვისთა. უფალი შევიდა ნავსა სვიმონ მეთევზისასა და უბრძანა მას, შე-რე-დგინება...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:
...ვქმენ კაცი, არამედ იტყოდა: „რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“. კუალად საქმით აჩუენა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სოფლისაჲ და ყოვლისაჲვე, რაჲ არს მას შინა, რაჟამს ბრძანებითა წამის-ყოფისაჲთა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა; და ზღუასა და ქართა შეჰრისხნა, და დადუმნეს; და მნათობნი შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმასა მისსა და ნათელი თჳსი დაიფარეს, კუალად უბრძანა, და გამობრწყინდეს. და სხჳთა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაჲვე. ხოლო სიტყჳთ ესრეთ განცხადებულად თავადმან არასადა თქუა, ხოლო მოწაფენი ზედაჲსზედა ქადაგებენ და იტყჳან, იოვანე და პეტრე და პავლე. ესე ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ჰურიათა სმენად მაღალთა მათ სიტყუათა. რამეთუ უკუეთუ მოწაფეთა, რომელთა დღითი-დღე ესმოდეს სიტყუანი მისნი და სასწაულთა მისთა ხედვიდეს და ყოველივე უარ-ყვეს სიყუარულისათჳს მისისა, უკუეთუ მა...
...იოვანე წინამორბედი იტყოდა: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“. ამისთჳს მეგობრად სიძისა ეწოდა, და ჴელი მისი, რომელი თქუა, ვითარმედ არა ღირს არს ჴამლთა შეხებად, თავსა ზედა დაიდვა ქრისტემან; ეგრეთვე პეტრე თქუა: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ მე, უფალო“. ამისთჳსცა საფუძველ ეკლესიისა იქმნა. რამეთუ არარაჲ ესრეთ სათნო არს ღმრთისა, ვითარ კაცი მდაბალი, რომელსა აქუნდეს თავი თჳსი უცოდვილეს ყოველთა.
ესე არს თავი ყოვლისა სიბრძნისაჲ. ესევითარი იგი მდაბალი და შემუსრვილი არაოდეს ზუაობნ, არა განრისხნებინ, არა შეიწუებინ შურითა მოყუსისაჲთა, არცა სხუანი იგი ვნებანი ეუფლნიან მას, არამედ ყოველნივე სიმდაბლემან და მისმან მან ნაშობმან გლოამან განიოტნის სულისაგან, რამეთუ იგლოვნ თუ ვინმე ჴორციელთა საქმეთათჳს, სიკუდილისათჳს თჳსთაჲსა, ანუ წარწყმედისათჳს მონაგებთაჲსა, ანუ ესევითარისა რაჲსათჳსმე, გლოამან მან იოტნის ყოველნივე ვნებანი სულისა მისისაგან ჟამსა მას. რავდენ უფროჲსად, ვიგლოვდეთ რაჲ ცოდვათა ჩუენთათჳს და იქმნას გლოვაჲ იგი საწურთელ სამარადისო ჩუენ შორის, ივლტოდინ ყოველნივე ვნებანი ჩუენგან. იხილე დავით, მოიგო რაჲ სიმდაბლე და გლოაჲ ცოდვისა მისთჳს, ვითარ ჟამსა მას განსაცდელისა მისისასა, რაჟამს სდევნი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).:
...თქუმაჲ სახელისაჲ მის, რამეთუ ანდრიაჲს სახელისა თქუმაჲ საჴმარ იყო, რამეთუ ქუემორე უწოდს იგი ძმასა თჳსსა. და კუალად რაჟამს გესმეს, ვითარმედ: ჰრქუა იესუ სიმონ-პეტრეს: „შემომიდეგ მე, და გყვნე თქუენ მონადირე კაცთა“, ; ; და მას არა უცხოდ აღუჩნდა სიტყუაჲ ესე, რაჲთა სცნა, ვითარმედ მიეღო სარწმუნოებაჲ მისი პირველითგან ძმისა მისისაგან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?“ (1,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფ, ვითარმედ არა უსწრობს ღმერთი ჩუენთა განზრახვათა ნიჭითა თჳსითა, არამედ რაჟამს ჩუენ ვიწყოთ ნებებად კეთილისა, მაშინ იგი მრავალთა ნიჭთა მისთა მოჰფენს ჩუენ ზედა. „რასა ეძიებთო?“ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი იცნის გულისზრახვანი კაცთანი და დაფარულთა მხედველ არს, იგი ჰკითხვიდაა? არამედ არა თუ ამისთჳს ჰკითხვიდა, რაჲთამცა ცნა (რამეთუ რად უჴმდა მას ამისთჳს კითხვაჲ?), არამედ ჰკითხა, რაჲ-თამცა ესრეთ უმეტეს მისცა კადნიერებაჲ. და ღირს-ყვნა სიტყუად და გულნი მათნი მხიარულ-ყვნა, რამეთუ იყვნეს მისა უმეცარ და უეჭუელად ჰრცხუენოდამცა სიტყუად, რამეთუ დიდად აქუნდა იგი სიტყჳსა მისგან მოძღურის...