მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:11

10. ცნობად მისა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანა-ხატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა,11. რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა.12. არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ; ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
11. რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა.
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვიპოვო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგანი არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე (3,10-11).:

თარგმანი: სარწმუნოებასა შინა ქრისტესსა მყოფი და მის მიერ განმართლებული პავლე გარემიაქცევს თჳსსა საქმეთაგან შჯულისათა განმართლებასა, რაჲთა სასოებაჲ მისცეს წარმართთა, არა უსასო ყოფად ქრისტეს მიერისა განმართლებისაგან, ვითარცა უღონოთა შჯულისა მიერისა განმართლებისაგან. რამეთუ უკუეთუ საქმეთა მიერ შჯულისათა შრომით და ჭირით განმართლებული ოდენ ცხოვნდების სარწმუნოებისა მიერ, რაჲ-მე უკუე ყონ, რომელთა ესე არა აქუნდეს? ამისთჳს მხოლოდ სარწმუნოებაჲ ოდენ ქრისტესი და მადლი ნათლისღებისაჲ, სწორებით განამართლებს პირველ ქმნილთა ბრალთაგან, სწორებით უღონოთა სიმართლისაგან — ჰურიათა და წარმართთა. და არა პირველ ქმნულთა, არამედ შემდგომად ნათლისღებისა ქმნულთა ცოდვათათჳს განვიკითხვით, უკუეთუ არა შეუდგინოთ სარწმუნოებასა მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის