მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:12

11. რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა.12. არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ; ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ.13. ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები,
ფილიპელთა მიმართ თავი 3
12. არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ; ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ.
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სარწმუნოებით ცნობად მისსა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანახატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა (3,11-12).:

თარგმანი: ღმრთისა მიერი სიმართლე ქრისტეს მიერად გულისჴმა-იყოფების, რამეთუ ყოველივე მამისაჲ — ძისაჲ არს, და ამას მამისა მიერ ცნობასა ძისასა, რომელ არს მოსლვაჲ სარწმუნოებად ქრისტესსა, ჯეროვნად შეუდგს სარწმუნოებასავე თანა და სარწმუნოებითა ქრისტესითა ცნობასა მის მიერ განმართლებულთასა ცნობაჲ მამისაჲ, რამეთუ რომელმან იცის ძე, მან იცის მამაჲ, რომელი-იგი ძისა შორის იხილვების. ესრეთ უკუე, ქრისტეს მიერისა სარწმუნოებისა ნაყოფ არს ცნობაჲ წმიდისა სამებისაჲ და უკუეთუ არა სარწმუნოებით გრწმენეს აღდგომაჲ იგი, რომელი მოგემადლა აღდგომითა ქრისტესითა, რომელმან სიტყუამან წარმოგიდგინოს შენ იგი! და უკუეთუ არა გრწმენეს მის თანა აღდგომაჲ და სუფევაჲ, რაისათჳსმცა დაითმინე მის თანა ვნებაჲ და ვიდრე სიკუდილადმდე ყოვლითურთ ხატ და სახე ყოფაჲ ყოვლისავე მის თავს-დებისაჲ, რაოდენი მან თავს-იდვა შენთჳს!

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის