მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:15

14. და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ.15. რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ.16. გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
15. რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ.
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ეზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ვზრახვიდეთ, იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ (3,15).:

თარგმანი: ამას დასდებს საზღვრად სისრულისა, რაჲთა მარადის კაცსა უსრულ და ნაკლულევან ეგონოს თავი თჳსი და გჳრგჳნისა მისგან ზეცისა ჩინებისა. ესევითარნი სრულნი ამას ზრახვენ უკუანაჲსა დავიწყებასა, და წინამდებარისა მიმართ სრბასა. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: და სხუაჲ თუ რაჲმე იზრახებოდის, იგიცა ღმერთმან გამოგიცხადოს თქუენ; რამეთუ ესე მიფარულად-რე მხილებაჲ იყო ვიეთიმე, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე სისრულისა გზად ერთი ესე უწყი, რაჲთა მარადის ნაკლულევან და შორიელ ეგონოს კაცსა თავი თჳსი გჳრგჳნისა მისგან ზეცისა ჩინებისაჲსა, და ესრეთ, სამარადისოდ რბიოდის და სდევდეს მოსწრაფებით, შიშითა ვერ-მიწევნისაჲთა. ხოლო უკუეთუ ვისმე ესე არა ესრეთ ეგონოს, არამედ სხუებრ ჰგონებდეს ამის პირისათჳს, იგიცა ღმერთმან გამოგიცხადოს თქუენ, ვითარმედ: არა კეთილ არს არავისთჳს ამისი გონებაჲ, ვითარმედ მიწევნულ არს იგი გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის