მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:16

15. რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ.16. გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ.17. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
16. გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ.
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ. იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს (3,1).

თარგმანი: რაჲსა "ამიერთგან"? — არამედ მიმივლინებიეს ტიმოთე და გაქუს ეპაფროდიტე. არღა მოვკუდები, არამედ მომავალ ვარ მეცა. ამის ყოვლისათჳს გიხაროდენ, რამეთუ არღარაჲ გაქუს მიზეზი მწუხარებისაჲ, ვინაჲთგან ყოვლით კერძო გესმა წარმართებაჲ სახარებისაჲ, რომელ-ესე არს ჭეშმარიტი სიხარული უფლისა მიერი და საღმრთოჲ, თქუენ შორის ძმად წოდებულთა მაგათ კეთილად წარმართებულებისათჳს. ესე აქამომდე იყავნ უკუზღვაჲ ზემოჲსა თავისაჲ. ხოლო შემდგომისა ამის დაწყება არს მათვე სიტყუათა სწავლისათაჲ, რომელთა მრავალგზის წარმოთქუმაჲ უცონელობა არს მოძღურისა, და კრძალულება - მოწაფეთა.

მოციქულისაჲ: ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან; ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა (3,2).

თარგმანი: ძაღლ ოდესმე წარმართთა ეწოდებოდა, ვითარმედ: "არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (), ხოლო აწ — წინაუკუმო; ვინაჲთგან შვილებისაგან განვარდეს ჰურიანი, მათ ძაღლ უწოდს, რამეთუ იყვნეს ვინმე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის