თარგმანი: არა ხოლო სიტყჳთ, არამედ საქმით სახის ჩუენებით მისცემდა მათ ნეტარი ესე სწავლასა სარგებელისასა, ამისთჳს უბრძანებს, რაჲთა მათითა მახლობელობითა და მხედველობითა წარიმართონ მათ ბაძვაჲ მოციქულისაჲ, რომელნი მათვე კუალთა მოციქულისათა შეუდგენ და მსგავსად მისსა შემძლებელ იყვნენ სახე კეთილის ყოფად მხედველთა მათთა.
ფილიპელთა მიმართ 3:17
16. გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ.17. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა.18. რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალ-გზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა,
ფილიპელთა მიმართ თავი 3