მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:19

18. მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა.19. ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ.20. ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
19. ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ.
თავი ზ̂. მადლობაჲ წარმოცემულისათჳს მისდა საჴმრისა სამსახურებელად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა, დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ (4,19).:

თარგმანი: იხილე, ვითარ მიცემულისა მისთჳს ულოცავს, ვითარცა გლახაკი, რაჲთა ჩუენ გუასწაოს ამისი ესრეთ ყოფაჲ და სიმდაბლით მიღებაჲ მიცემულსა, და მისთჳს მიგებაჲ ლოცვათაჲ, და არა ჩუენისა საჴმართა შეძინებისათჳს, არამედ მომცემელთა მათ სასყიდლისა აღმატებისათჳს სიხარული, რაჲთა თანაზიარ სასყიდელსა მასცა ქველისსაქმისასა ვიქმნნეთ. ხოლო ლოცვასა ამას მოციქულისასა აქუს ძალი ესევითარი: ვინაჲთგან ზემო თქუა მათთჳს, ვითარმედ უჟამო იქმნნეს, რამეთუ არა ეცა მათ ჟამი ყოფად ქველისსაქმისა უპოვარებითა საჴმრისაჲთა, ამისთჳს აწ ამას ულოცავს, რაჲთა არაოდეს ნაკლულევან, არამედ აღსავსე იყვნენ საჴმრითა, რომელ არს ზომიერი და არარაჲთ საჴმრისა გარეგანი უნაკლულოებაჲ, ვითარ-იგი მაცხოვარიცა პურისა არსობისა თხოვად გჳბრძანებს, ხოლო ესე სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა გჳლოცავს, რაჲთა, ვითარ-იგი ღმერთი მდიდარ არს ყოველთა მიმართ უხუებითა ნიჭთაჲთა, ეგრეთვე ჩუენ მოგუმადლოს ყოველთა მიმართ უხუებაჲ, და არავისსა მიმართ — სიძჳრე საჴმარსა მას ზედა, მის მიერ ჩუენდა მიცემულსა, სადიდებელად მისსა, ხოლო ზედა-დაჰრთავს: "ქრისტე იესუჲს მიერ", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ყოველი მოცემაჲ კეთილი ღმრთისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის