თარგმანი: ვინაჲთგან ძისა მიერ თქუა მოცემაჲ კეთილთაჲ, ამისთჳს დიდებასა მისცემს ღმერთსა მამასა, რომელი-იგი ჩუენ, მადლით შვილ-ქმნულთა მისთა, მოგუმადლებს ყოველსავე, ბუნებით თანაარსისა მიერ ძისა თჳსისა, რომლისაჲ-იგი დიდებაჲ მამისად შეირაცხების ერთარსებისათჳს, და საუკუნოდ დაუსრულებელ არს სუფევაჲ მათი თანა სულით წმიდითურთ ხოლო ამინი საბეჭდავი არს სიტყჳსაჲ, ვითარმედ: "იყავნ".
ფილიპელთა მიმართ 4:20
19. ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ.20. ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.21. მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ. გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი.
ფილიპელთა მიმართ თავი 4