თარგმანი: ამის სიტყჳსა მიერ ვიეთმე იოცნეს, ვითარმედ პავლეს მეუღლე ესუა, რომელი-ესე მოგონებადცა სიცოფე არს, ვითარმცა სხუაგან არასადა სმენილი პავლეს ქორწინებულობაჲ მცირითა ამით სიტყჳთა დამიმტკიცეთ. რამეთუ დაღათუმცა ცოლ ესუა, რადმცა წარმოიყვანა ტარსუნით, სამკჳდრებელისაგან თჳსისა, და დაუტევა ფილიპიას, ვითარ მწირი და მიმომრონინე, ხოლო ჩუენ ვიტყჳთ, ვითარმედ: უსახელოდ მოიჴსენებს ქმარსა ერთისა ვისმე ამათ ზემო თქუმულთა დედათაგანისასა, რომელნი იყვნეს თავ შესაკრებელისა მის ფილიპიელთაჲსა; გინათუ საკუთრად სახელად ვისმე ერქუა სჳზჳგე, რომელი ბერძენთა ენითა სახელი არს თანამეუღლისაჲ. გინათუ ესრეთცა ვთქუა, ვითარმედ იყო ვინმე კაცი მთავართაგანი მოხუცებულთაჲ, რომელსა შეჰვედრებს ზემო ჴსენებულთა მათ დედათა, რაჲთა მზრუნველ მათდა იყოს მეუღლებითა სულისაჲთა, რომელი-იგი არს უერთგულეს მეუღლებასა ჴორცთასა.
ფილიპელთა მიმართ 4:3
2. ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ;3. ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.4. გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4