მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:6

5. სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს.6. ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ,7. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
6. ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ,
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უფალი ახლოს არს, ნურარას ზრუნავთ (4,5-6).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ახლოს არს მომავალი იგი მსაჯულად და განმკითხველაღ ესევითართა, მას მიუტევეთ ყოველი ზრუნვაც საქმეთაებრ მიგებისაჲ, რომლისაგან გესმის: "ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო" (); ხოლო თქუენ ყოველსავე თავს-იდებდით სასოებითა მის მიერისა მისაგებელისაჲთა, და ნუ ზრუნავთ ჭირთა და დევნულებათა განგრძობისათჳს, რამეთუ ახლოს არს უფალი, რომელმან არა გიტევნეს განცდად უმეტეს ძალისა თქუენისა; და მისისა მის მეორედ მოსლვისა და საქმეთაებრისა მისაგებელისა ჴსენებაჲ დაავიწყებს კაცსა ყოველთა ზრუნვათა სოფლიოთა, რაჲთა არა გული-უთქუმიდეს, ხედვიდეს რაჲ შუებასა და განსუენებასა ვიეთსამე, მეცნიერებითა ამისითა, ვითარმედ ახლოს არს დღე სიკუდილისაჲ და ჟამი განკითხვისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის