მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:7

6. ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ,7. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.8. ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
7. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ (4,7).:

თარგმანი: საიდუმლოსა მას ჩუენთჳს ჴორცშესხმულისა სიტყჳსასა ეწოდების და ნამდჳლვე არს აღმატებულ ზეშთა ყოველთა გონებათა, არა ხოლო ამით, რამეთუ ღმერთი განკაცნა, რომელი-ესე არს უზეშთაეს ყოველთა საუკუნითგანთა საკჳრველებათა, არამედ ამითცა, რამეთუ ჩუენ, ესოდენ მტერ ღმრთისა ქმნულნი და ყოვლად განვრდომილნი მისგან შეცოდებითა, არა ხოლო დამაგნა ღმერთსა მამასა, დაჴსნითა მტერობისა შუვაკედელისაჲთა და მოტევებითა პირველ ქმნულთა ბრალთაჲთა, არამედ განგუწმიდნა-ცა და განგუამართლნა და შვილებისა ღმრთისა საზომსა აღმიყვანნა სისხლითა თჳსითა. და უკუეთუ მშჳდობაჲ ღმრთისაჲ ზეშთა-აღემატების ყოველთა გონებათა, რაჲღა ვინ თქუას მათთჳს, რომელნი აზმნიან გამოკულევად არსებასა მისსა! ამით მშჳდობითა ღმრთისაჲთა გარე-შეზღუდვილი გონებაჲ არა დაინთქმის კუეთებითა განსაცდელთაჲთა, არცა მიმოიტაცების ქარითა სოფლიოთა შფოთთა და ვნებათაჲთა, არამედ განაკრძალებს გულსა მოგონებისაგან გულისთქუმათა არაწმიდათაჲსა, და შემოიკრებს გონებასა ყოვლისაგან მიმო-განბნევისა ამაოთა შფოთთა და ზრუნვათაჲსა, და შეჰმშჭუალავს შიშსა და სიყუარულსა ქრისტესსა, რომლისაგან განვრდომილი უცხო იქმნების ცხორებისაგან, და...

სრულად ნახვა
მოკლე მოძღვრება ახალი წლისათვის
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოგილოცავთ, ძმანო ქრისტიანენო, ახალსა წელსა და ვსთხოვ ღმერთსა, რომ თქვენ ყოველთა მშვიდობით და ბედნიერად გაატაროთ იგი.

გარნა, რაი არს ბედნიერება, საიდგან მოუვა, ანუ საიდგან მიეცემა იგი კაცს? ღირს, რომ ამაზე ჩვენ ვსთქვათ ორიოდე სიტყვა, მეტადრე დღეს, როდესაც ყოველნი ერთმანეთს მიულოცავთ დავისურვებთ ბედნიერებას.

ჩვენ ყოველთა საზოგადოდ, შეცდომილნი აზრნი გვაქვს ამ საგანზე. თუ ვინმე კარგად და წარმატებით სცხოვრებს, თავის ყოველი საქმე კარგად მიჰყავს - ბედნიერი კაცი არისო; თუ ვინმემ ცუდად წაიყვანა თავისი საქმე, ხშირად უკმაყოფილება და მწუხარება შეემთხვევა, ბედი არა აქვსო, რაღაცა უბედური არისო, იტყვიან იმაზე. ცხადია, რომელ, ვინც ასე ჰფიქრობს, ან იტყვის, იმას ჰგონია, რომ ბედი და უბედურება, არის რაღაცა ბრმა და ყრუ არსება, დადის ქვეყანაზე, და ვისაც უცბად პირველად შეჰხვდება, თავზე დააყრის ყოველს ბედს და სიკეთეს; და რომელსაც მეორედ შეეყრება, იმას იგი სულ წაახდენს, უბრალოდ და უმიზეზოდ. არა, ძმანო ჩემნო, თუ კარგად დაუკვირდებით კაცის ცხოვრებას ქვეყანაზე, მაშინ ცხადად დაინახავთ, რომ კაცის ბედი დამოკიდებულია მის ხასიათზე და ყოფაქცევაზე, და ბუდობს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის