1.ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნო და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დეგით უფლისა მიერ, საყუარელნო.2.ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ;3.ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.4.გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ.5.სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს.6.ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ,7.და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.8.ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით.9.რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.10.ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ზრახევდით, ხოლო დაჰყუნდით.11.და თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲსმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს: რომელთა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო.12.ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ ვარ: განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად.13.ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ.14.გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა.15.ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ.16.რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ.17.არა თუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა.18.მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა.19.ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ.20.ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.21.მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ. გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი.22.გიკითხვენ თქუენ ყოველნი წმიდანი, უფროჲსღა სახლისა მის კეისრისანი.23.მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.
მოციქულისაჲ: ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნი და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დებით უფლისა მიერ, საყუარელნო (4,1).
თარგმანი: იხილე, ვითარ შესხმითა და ქებითა საწადელ ყოფს სიტყუათა სწავლისათა; ძმად უწოდს და საყუარელად ძმად, ვინაჲთგან იყვის ძმაჲ, გარნა არა საყუარელი; და საყუარელი თუ იყვის, წესისათჳს სიყუარულისა, არამედ არა სასურველიცა, ვითარცა არარაჲთ მარგებელი ხილვითა თჳსითა. ხოლო ესე — ყოველსავე შემოუკრებს და ზედა-დაჰრთავს სათნოებათა...
მოციქულისაჲ: ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო დაჰყდუნდით (4,10).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწღა სამე აღჰყუავენით ჩემთჳს ზრახვად მისსა, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო უჟამო იქმნენით. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ლიტონად განვიხარე, არამედ უფლისა მიერ; არა ჩემისა, არამედ თქუენისა სარგებელისათჳს, რამეთუ პირველ ყუავილოვანი იგი ჩემდა მომართი ქველისსაქმე და ჟამერთ...
მოგილოცავთ, ძმანო ქრისტიანენო, ახალსა წელსა და ვსთხოვ ღმერთსა, რომ თქვენ ყოველთა მშვიდობით და ბედნიერად გაატაროთ იგი.
გარნა, რაი არს ბედნიერება, საიდგან მოუვა, ანუ საიდგან მიეცემა იგი კაცს? ღირს, რომ ამაზე ჩვენ ვსთქვათ ორიოდე სიტყვა, მეტადრე დღეს, როდესაც ყოველნი ერთმანეთს მიულოცავთ დავისურვებთ ბედნიერებას.
ჩვენ ყოველთა საზოგადოდ, შეცდომილნი აზრნი გვაქვს ამ საგანზე. თუ ვინმე კარგად და წარმატებით სცხოვრებს, თავის ყოველი საქმე კარგად მიჰყავს - ბედნიერი კაცი არისო; თუ ვინმემ ცუდად წაიყვანა...
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:
..., გინა თუ მოყუსისათა.
ამისთჳსცა უპირატეს ყოველთასა ამათ ჰნატრის უფალი და იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“. არამედ მომიგებენ ვიეთნიმე, ვითარმედ: უკუეთუ ესე ესრეთ არს, რად იტყჳს პავლე მოციქული: „გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ“? უწყოდეთ უკუე, ვითარმედ ესევითართა ამათ ცრემლთა მიერ მომავალსა მას სიტკბოებასა სიხარულად სახელ-სდვა მოციქულმან. რამეთუ ვითარცა სიხარულსა მას სოფლისასა თანაშეერთებულად აქუს მწუხარებაჲ, და არა არს სოფელსა ამას შინა სიხარული, რომელსამცა არა შეერთვოდა მწუხარებაჲ, ეგრეთვე საღმრთოსა მას გლოვასა და ცრემლთა აქუს მადლი სიხარულისა მის სულიერისაჲ, რამეთუ აქავე მხიარულ-ჰყოფენ და ნუგეშინის-სცემენ სულსა და მერმესა მას საუკუნესა მოატყუებენ უოხჭნოსა მას და სამარადისოსა სიხარულსა.
ესე ცეცხლი აღეგზნა გულსა შინა მის მეძვისასა და ყო იგი უწმიდეს ქალწულთასა. რამეთუ განჴურდა რაჲ სინანულითა და აღეტყინა მის შორის სურვილი ქრისტესი, მირბიოდა მისა და დაალტვნა წმიდანი იგი ფერ-ჴნი მისნი ცრემლითა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცნა, ამბორსუყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა; და ამას იქმოდა გარეშითა კაცითა, ხოლო შინაგან ფრიად უმჴურვალეს იყო ლმობიერებ...
სწავლაჲ ლდ ვითარმედ უჴმს მონანულსა, რაჲთა არა საქმით ოდენ განეყენოს ცოდვასა, არამედ გონებითაცა მოიძაგოს იგი:
...ისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისაჲ; და უკუეთუ გიზრახავს ძმისადა, აჩუენე კუალად მის ზედა სიყუარული. და ესრეთ ვიქმოდით თითოეულსა ზედა საქმესა, და ნუმცა თანაწარვჰჴდებით ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს. ნუ ჰზრუნავთ“, რომელნი მოღუაწებათა და ჭირთა შინა ხართ. ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქუენ ესრეთ გეტყჳ: უფალი ახლოს არს, ზრუნევდით, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული. და უკუეთუ პირველ სამასისა წლისა, ოდეს პავლე იყო, იტყოდა, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს“, არა აწ უფროჲსად ახლოს არსა? უკუეთუ მას ჟამსა ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროჲსად აწ იყოსა აღსასრული? არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი შიშითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ოდეს არა უწყოდით, არამედ უზრუნველ ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ვითარცა დღეთა ნოესთაო და ლოთისთა, ესრეთ იყოს“. ; რამეთუ მეყსა შინა მოიწევის, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ უცნაურად მეყსა შინა ეწიის დედაკაცსა, რაჟამს არა მოელინ, მრავალგზის. და ამისთჳს ვიყვნეთ მარადის მზა,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მისთანათა მონათა, ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა, მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (24,48-51).:
...ადრუკო, განაღა მოელი მოსლვასა მისსა გინა თუ ადრე, გინა თუ ნელად, რაჲსათჳს უკუე არა ჰზრუნავ თავსა შენსა? ხოლო ჩუენ ვისწავებთ, ვითარმედ არცა თუ ყოვნის მოსლვად, რამეთუ ესე სიტყუაჲ, თუ: „ყოვნის“, არა უფლისაჲ არს, არამედ ბოროტისა მის მონისაჲ. ხოლო ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „უფალი ახლოს არსო, ნუ ჰზრუნავთ“; და კუალად იტყჳს: „მომავალი იგი მოვიდესო და არა ყოვნოს“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უფროჲსად უმეცრებაჲ იგი დღისაჲ მის და უცნაურობაჲ ფრიად სარგებელ არს მონათათჳს, რაჲთა მარადის განკრძალულ იყვნენ. ამისთჳს დაფარა უწყებაჲ მისი უფალმან, რაჲთა ყოვლადვე მღჳძარე ვიყვნეთ და გუეშინოდის იგავისა მისგან ბოროტისა მის და უდებისა მონისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი“. ესე იგი არს, განაგდოს ერთობისაგან საკუთარ-თა და სარწმუნოთა მონათაჲსა და ნაწილი მისი ორგულთა თანა დადვას. „მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.
სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა
და აწ, საყუარელნო, ჩუენცა ვეკრძალნეთ, რაჲთა არა შეგუემთხჳოს მლევანი ესე საქმჱ. რამეთუ რომელთაცა ჰქონან საფასენი და არა მისცემენ...