მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:9

8. ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით.9. რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.10. ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ზრახევდით, ხოლო დაჰყუნდით.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
9. რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ (4,9).:

თარგმანი: ვინაჲთგან ჰრიდებდა თჳსად-თჳსად თქუმად განყენებასა ყოველთა ვნებათაგან და მოქმედებასა ყოველთა სათნოებათასა, ფრიად განგრძობისათჳს სიტყჳსა, ამისთჳს მოკლედ ჰრქუა, ვითარმედ: რაოდენი გისწავიეს სიტყჳთ, და მიგიღიეს მცნებად და გასმიეს ჩემთჳს და გიხილავს ჩემ თანა, — მას იქმოდეთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის