...; აღ-თუ-დგენ ნოე და იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ განარინნენ; დაღაცათუ აბრაჰამ მამათმთავარი ევედრებოდის უკურნებელად ცოდვილთათჳს და არამოქცეულთა სინანულად, არავე ისმინოს მისი; დაღაცათუ სამოელ იყოს, ჰრქუას მას: „ნუ იგლოვ საულისთჳს“; დაღაცა-თუ დისათჳს ვინ ევედრებოდის, ვითარცა მოსე მარიამისთჳს, უკუეთუ არა ჯერ-იყოს, არა ისმინოს მისი.
არა თუ ამას ვიტყჳ, თუ ლოცვასა წმიდათასა არა აქუს ძალი. ჰე, ჭეშმარიტად დიდი ძალი აქუს! არამედ მაშინ სარგებელ არიან ჩუენდა, ოდეს ჩუენცა სინანულად მოვიქცეთ და ცოდვისაგან განვეშორნეთ. და ესე საცნაურ არს, ვითარმედ დიდი კადნიერებაჲ აქუნდა მოსეს, ამისთჳსცა იჴსნა ძმაჲ თჳსი და სამეოცი ბევრი ერისაჲ მის რისხვისაგან მოწევნულისა ღმრთისა მიერ; და დაჲ თჳსი ვერ იჴსნა. და არავე დიდი იყო მისი იგი ცთომაჲ, რამეთუ მან მოსესთჳს თქუა სიტყუაჲ შეურაცხი, ხოლო მათ ღმერთსა შესცოდეს. საძიებელ არს, თუ ვითარ იგინი მიანიჭნა მოსეს, ევედრებოდა რაჲ, და დისათჳს არა უსმინა? და რად ვიტყჳ დისათჳს? თავისა თჳსისათჳს ვერ ითხოა საქმე ერთი, არამედ ესოდენთა შრომათა შინა და ჭირთა, შემდგომად ორმეოცისა წლისა ოფლთა და ღ...