ს ი ტ ყ უ ა ჲ ი გ ი ვ ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).
აჰა ესერა მესამე დღე არს ესე, ვინაჲთგან ვიწყეთ სიტყუად და ჯერეთ დაწყებაჲ სახარებისაჲ ვერ განგიმარტეთ. არა ცუდად სადმე ვიტყოდე, ვი-თარმედ ფრიადი სიღრმე აქუს ძალსა ამათ სიტყუათასა. მოედით უკუე, ნაკლულევანებაჲ იგი დღეს აღვასრულოთ და ვიხილოთ, თუ რაჲ წინაგჳც საძიებელად. ეძიებენ ჯერეთ მეძიებელნი იოსებისთჳს, თუ რაჲსათჳს იტყჳს მშობელთა მისთა, ვინაჲთგან არა აქუს ზიარებაჲ შობასა შინა ქრისტესსა, ანუ რაჲსათჳს...