...მეფეც ყველაფრის დაკარგვის საფრთხეში იმყოფებოდა. მაშინ დავითს ჯერ მხოლოდ ამ ახალი და უცნაური სანახაობის ხილვა სურდა — როგორ გაბედა ერთმა ადამიანმა ათასობით კაცის წინააღმდეგ გამოსვლა. მაგრამ ძმები, მისი სულის სიმამაცეს რომ ვერ იტანდნენ, შურით აღივსნენ და ეუბნებოდნენ: განა იმისთვის მოხვედი, რომ ბრძოლას ხედავდე ()? მაშ, ჩვენს მოსანახულებლად არ მოსულხარ? შეხედეთ მის კეთილგონიერებას და დიდ სიმშვიდეს. მათ არაფერ თავხედსა და უხეშს ეუბნება, არამედ მათ ცეცხლს ადუნდებს, შურს აცხრობს და პასუხობს: „რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?" (). განა ვერ ხედავთ, რომ არც იარაღი ამიღია და ჯარის რიგებშიც არ დავმდგარვარ? უბრალოდ მინდოდა შემეხედა და შემეტყო, ამ ადამიანს ასეთი უზომო სიამაყე საიდან აქვს: „ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?" (). შემდეგ, მისი უკიდურესად ამპარტავანი სიტყვების მოსმენისა და საულთან მყოფთა გამოუთქმელი შიშის ხილვისას ამბობს: რა სიკეთეს გაუკეთებთ იმ კაცს, ვინც ამ უცხოთესლს მოკლავს ()? და ასეთი სიტყვებით თ...
პირველი მეფეთა 17:28
27. მო-ვინმე-უგო მიერ განწყობილისა მისგანმან სიტყუასა მას ოდენ და ჰრქუა: მსგავსად აღთქმისა მის მისცეს მას, რომელმანცა მოკლას იგი.28. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე დავითისი ელიაბს, ძმასა მისსა უხუცესსა, რომელსა ეტყოდა კაცთა მათ, განრისხნა ფრიად დავითისათჳს და ჰრქუა: შენ მო-ვე-რა-ხვედ აქა, ანუ ვის დავედრენ უბადრუკნი იგი საცხოვარნი უდაბნოსა? მე უწყი ამპარტავანება ეგე შენი და სიბოროტე, რასა იქ სილაღითა, რამეთუ მოსრულ ხარ აქა ხილვად ღუაწლსა ბრძოლისასა.29. მიუგო დავით და ჰრქუა: რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?
პირველი მეფეთა თავი 17